ნინო წილოსანი - ვიცით როგორ აქტიურად თანამშრომლობენ, რომ რაიმე რეიტინგში გაუარესდეს საქართველოს მოცემულობა, თუმცა საქართველოში, როგორც არასდროს, ისე არის სიტყვის, გამოხატვის და მედია თავისუფლება უზრუნველყოფილი

ამ ინფორმაციას დარწმუნებული ვარ, რომ აფრიალებენ ადამიანები, რომლებიც 2012 წლამდე ხურავდნენ, უვარდებოდნენ, ატერორებდნენ და ფაქტობრივად სიტყვის თავისუფლება ჰქონდათ დაპატიმრებული და დარწმუნებული ვარ, რომ სწორედაც ეს რეიტინგი, რომელიც ვითომდა გაუარესებას გვაჩვენებს საქართველოში მედია გარემოსი იქნება მათი მხრიდან ინსპირირებული და ინფორმაცია მიწოდებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებს ორგანიზაციის „რეპორტიორები საზღვრების გარეშე“ გამოქვეყნებულ მონაცემებზე განუცხადა.

წილოსანის თქმით, ოპოზიცია აქტიურად თანამშრომლობს, რომ რაიმე რეიტინგში გაუარესდეს საქართველოს მოცემულობა, თუმცა რეალურად ქვეყანაში, როგორც არასდროს ისე არის უზრუნველყოფილი სიტყვის, გამოხატვის და მედია თავისუფლება.

„ვიცით როგორ აქტიურად თანამშრომლობენ, რომ რაიმე რეიტინგში გაუარესდეს საქართველოს მოცემულობა. თუმცა ალბათ ნებისმიერი ადამიანი, ვინც დაუფიქრდება და მიმოიხედავს ირგვლივ, დაინახავს, რომ საქართველოში, როგორც არასდროს ისე არის სიტყვის თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება და მედია თავისუფლება უზრუნველყოფილი. ყველა ადამიანს, ყველა სუბიექტს, მათ შორის, დამნაშავეებსაც კი სამწუხაროდ, აქვთ უფლება, რომ შექმნან ტელევიზიები და ნაქურდალი ფულით დააფინანსონ ეს ტელევიზიები“, - აღნიშნა ნინო წილოსანმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის