ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონორთა აქციაში ჩაერთნენ

საქართველოს აეროპორტების გაერთიანების და ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთნენ. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ღონისძიების მიზანი ინფორმაციის გავრცელება, სისხლის უანგარო დონორთა რიცხვის გაზრდა და პაციენტებისათვის სისხლის კომპონენტების უწყვეტი მიწოდებაა.

,,აჩუქე სიცოცხლე, აჩუქე ღიმილი“ - საქართველოს აეროპორტების გაერთიანების და ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის თანამშრომლები სისხლის უანგარო დონაციის აქციაში ჩაერთნენ.

ღონისძიების მიზანია ინფორმაციის გავრცელება, სისხლის უანგარო დონორთა რიცხვის გაზრდა და პაციენტებისათვის სისხლის კომპონენტების უწყვეტი მიწოდება. ,,სისხლის ცენტრი“ მთელი საქართველოს მასშტაბით მოქმედებს და სისხლის კომპონენტებს 50-ზე მეტ ჰოსპიტალსა თუ კლინიკას აწვდის.

ჯანმრთელი ადამიანისათვის დონაცია სრულიად უსაფრთხო, მარტივი და სწრაფი პროცესია , რომელიც 15 წუთი გრძელდება და დონორის ჯანმრთელობას საფრთხეს არ უქმნის. პირიქით აძლიერებს იმუნურ სისტემას სისხლის ახალი უჯრედების წარმოქმნის სტიმულირებით. გარდა ამისა დონორს აქვს შესაძლებლობა მიიღოს მნიშვნელოვანი ინფორმაცია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რადგან დონაციის პარალელურად განისაზღვრება დონორის სისხლის ჯგუფი / რეზუსი და ჰემოგლობინის დონე, ხოლო დონაციის შემდეგ სისხლი მოწმდება 4 სახიფათო ინფექციაზე.

საქართველოს აეროპორტების გაერთიანება, როგორც მაღალი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანია პერმანენტულად ერთვება უანგარო დონაციის აქციებში, სადაც თანამშრომლებს შესაძლებლობა აქვთ მეტი გაიგონ ამ მნიშვნელოვან თემაზე და თავადაც გახდნენ დონორები. გაღებული სისხლით ერთ დონორს მინიმუმ 2 ადამიანის სიცოცხლის გახანგრძლივება შეუძლია“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის