„საქართველოს ბანკი“ Ads მენეჯერის შესაძლებლობებზე ვებინარს გამართავს

„საქართველოს ბანკი“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით, 7 აგვისტოს, 19:00 საათზე, საზაფხულო ვორკშოპების სერიის მორიგ შეხვედრას გამართავს და ბიზნესის წარმომადგენლებს „საქართველოს ბანკის“ Ads მენეჯერის დახმარებით ახალი მომხმარებლების მოზიდვის სტრატეგიას გააცნობს. ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, Ads მენეჯერი „საქართველოს ბანკის“ შეთავაზებების პლატფორმაა, რომელსაც რეგიონში ანალოგი არ აქვს.

„მისი საშუალებით ბიზნესს შეუძლია ფასდაკლების, ქეშბექის ან ქულების შეთავაზებების შექმნა და წარდგენა „საქართველოს ბანკის“ იმ არხებში, რომლებსაც 1 500 000-მდე მომხმარებელი იყენებს. ესენია „საქართველოს ბანკის“ მობილბანკი, sCoolApp და Offers.bog.ge. აღნიშნული შეხვედრა ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით გაიმართება და მას საქართველოს ბანკის ციფრული პროდუქტების Owner-ი, თორნიკე სამადაშვილი გაუძღვება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„საქართველოს ბანკისთვის“ მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ერთ-ერთი უმთავრესი და უცვლელი პრიორიტეტია. ჩვენ მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა, შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს და წარვუდგინოთ ის ინოვაციური პროდუქტები, რომლებიც მათ ახალი მომხმარებლების მოზიდვაში, გაყიდვების გაზრდაში, და ზოგადად, ცნობადობის ამაღლებაში დაეხმარება. Ads მენეჯერი გამორჩეული პლატფორმაა როგორც ქვეყნის, ისე რეგიონის მასშტაბით, რადგან იგი ბიზნესს მიზანზე ორიენტირებული კამპანიების გაშვებაში ეხმარება და შესაძლებლობას აძლევს, სწორ აუდიტორიას წარუდგინოს საკუთარი წინადადება. აღსანიშნავია, რომ Ads მენეჯერი უკვე ერთი წელია, რაც გაეშვა და იგი მუდმივ რეჟიმში ვითარდება. ამ დროის განმავლობაში მიღებული შეფასებები კი გვაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდეთ და კიდევ უფრო ფართო საზოგადოებას გავაცნოთ პლატფორმის შესაძლებლობები“, - აცხადებს თორნიკე სამადაშვილი.

ინფორმაციისთვის, ვებინარზე დასასწრებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდიდან. რეგისტრაციის შემდეგ, დასწრების მსურველები შეხვედის ბმულს მითითებული ელ-ფოსტაზე მიიღებენ.

გაიგეთ მეტი Ads მენეჯერის შესაძლებლობებზე ამ ბმულიდან, ხოლო თუ ჯერ არ ხართ „საქართველოს ბანკის“ მომხმარებელი, გახსენით ბიზნეს ანგარიში მარტივად ონლაინ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს