სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ ირანში ჩავიდა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული საინფორმაციო სააგენტო „ინტერფაქსი“ ავრცელებს.

„ინტერფაქსის“ ცნობით, ახლო აღმოსავლეთში არსებული დაძაბულობისა და ფართო რეგიონული ომის საშიშროების ფონზე, რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი, სერგეი შოიგუ თეირანში ირანის პრეზიდენტს, მასუდ ფეზეშქიანსა და სხვა ოფიციალურ პირებს შეხვდება.

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანი და ირანის პრეზიდენტი ორმხრივი საკითხების გარდა რეგიონული და გლობალური უსაფრთხოების საკითხებს განიხილავენ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა