რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ „კონრად ადენაუერის ფონდის“ საქმიანობა არასასურველად გამოაცხადა

რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთში "კონრად ადენაუერის ფონდის" საქმიანობა არასასურველად გამოაცხადა, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო TASS-ი გენერალური პროკურატურის ოფიციალურ წარმომადგენელზე, ანდრეი ივანოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

„რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია, კონრად ადენაუერის ფონდის, არასასურველად აღიარების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო“, - განაცხადა ანდრეი ივანოვმა.

რუსეთის გენერალური პროკურატურის ცნობით, „კონრად ადენაუერის ფონდი მასალებს ავრცელებს, რომლებიც რუსეთის ფედერაციის ხელმძღვანელობის, მისი საშინაო და საგარეო პოლიტიკის, სამართალდამცავი ორგანოების საქმიანობისა და სასამართლო სისტემის დისკრედიტაციას ახდენს. გარდა ამისა, სპეციალური სამხედრო ოპერაციის თემაზე არამეგობრული სახელმწიფოების პოლიტიკას აქტიურად ეწევა“.

„კონრად ადენაუერის ფონდის საინფორმაციო საქმიანობა, რომელიც ღიად პროვოკაციული ხასიათისაა, მიზნად ისახავს რუსეთსა და დასავლეთის ქვეყნებს შორის ურთიერთობების გართულებას, საერთაშორისო ასპარეზზე რუსეთის ფედერაციის პოლიტიკური და ეკონომიკური იზოლაციისთვის პირობების შექმნას და რეგიონებში, სადაც სპეციალური სამხედრო ოპერაცია ხორციელდება, სამხედრო დაპირისპირების გამწვავებას“, - აღნიშნა რუსეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის