გერმანიის იუსტიციის მინისტრი მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ

გერმანიის იუსტიციის მინისტრი, მარკო ბუშმანი მოქალაქეებს კატეგორიულად აფრთხილებს, რუსეთში გამგზავრებისგან თავი შეიკავონ. მისი თქმით, რუსეთში დიდი ხანია არავინ გრძნობს თავს უსაფრთხოდ.

„კატეგორიულად გირჩევთ, არ გაემგზავროთ ისეთ ქვეყანაში, სადაც არავინ არის უსაფრთხოდ, თუ ეს მოგზაურობა აბსოლუტურად აუცილებელი არ არის”, - აღნიშნა ბუშმანმა.

მისი თქმით, არ შეიძლება შიშის უგულებელყოფა, რომ კრემლის მმართველმა ვლადიმერ პუტინმა კიდევ უფრო მეტი უცხოელი დაიჭიროს, რათა კიდევ მეტი პოლიტიკური პატიმარი ჰყავდეს.

პატიმართა ბოლოდროინდელი გაცვლის ფაქტის კომენტირებისას ბუშმანმა აღნიშნა, რომ ბოლო მომენტამდე მას ეჭვი ეპარებოდა, რომ რუსეთის ფედერაცია შეთანხმების თავის ნაწილს შეასრულებდა.

გერმანიის იუსტიციის მინისტრის თქმით, რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახური ხშირად იყენებს შხამს „პირდაპირ ან ირიბად ადამიანების სიცოცხლის ან ჯანმრთელობისთვის“ ზიანის მისაყენებლად.

"ყველაზე მეტად მაღელვებდა ის, რომ რუსეთს არ მოეწამლა ისინი გაფრენის წინ, მაგრამ იმის მიხედვით, რაც ამ მომენტისთვის ვიცით, მადლობა ღმერთს, ეს ასე არ არის", - დასძინა ბუშმანმა.

შეგახსენებთ, ანკარაში რუსეთსა და დასავლეთს შორის 26 დაკავებული პირის გაცვლა მოხდა, რომლებიც შვიდი სხვადასხვა ქვეყნის საპატიმროებში იმყოფებოდნენ - აშშ-ში, გერმანიაში, პოლონეთში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, რუსეთსა და ბელარუსში. გაცვლის ოპერაციის ფარგლებში 10 დაკავებული, მათ შორის ორი ბავშვი, რუსეთს გადაეცა, 13 დაკავებული - გერმანიას, სამი დაკავებული - აშშ-ს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის