„საქართველოს ბანკი“ Ads მენეჯერის მესამე საზაფხულო „ვორკშოპს“ ქუთაისში გამართავს

„საქართველოს ბანკი“ აგრძელებს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ახალი შესაძლებლობების გაზიარებას, ამიტომ, Ads მენეჯერის საზაფხულო „ვორკშოპების“ სერიის ფარგლებში, ამჯერად მესამე შეხვედრა ბიზნესის წარმომადგენლებთან 8 აგვისტოს, 19:00 საათზე ქუთაისში, SOLO ლაუნჯში გაიმართება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრას „საქართველოს ბანკის” ციფრული საბანკო ეკოსისტემების სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი კინწურაშვილი გაუძღვება და აუდიტორიას პრაქტიკულ რჩევებს გაუზიარებს, თუ როგორ შეუძლიათ შექმნან ფასდაკლების, ქეშბექის ან PLUS ქულის შეთავაზება, რომელიც მობილბანკში, Offers.bog.ge-სა და sCoolApp-ში გამოჩნდება.

ღონისძიების მონაწილეები შეხვედრაზე მიიღებენ ინდივიდუალურ კონსულტაციას და ადგილზე შეძლებენ შეთავაზების შექმნას.

„ჩვენი მიზანია, რაც შეიძლება მეტ ბიზნესს გავაცნოთ „საქართველოს ბანკის“ შეთავაზებების პლატფორმა, რომელიც მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებების მისაღებად გამორჩეული ინსტრუმენტია. Ads მენეჯერის დახმარებით, ერთმანეთთან ვაკავშირებთ მობილბანკში, Offers.bog.ge-სა და sCoolApp-ში ციფრულად აქტიურ 1 500 000 მომხმარებელსა და ბიზნესებს, რომელთაც სურთ გაყიდვების გაზრდა და ლოიალური მომხმარებლების შეძენა. მოხარული ვართ, რომ ამჯერად ჩვენი შეხვედრა ქუთაისში გაიმართება და რეგიონულ ბიზნესებს Ads მენეჯერის შესაძლებლობებს გავაცნობთ. ჩვენ ვაგრძელებთ შეხვედრების სერიას და მომავალშიც არაერთ მცირე და საშუალო ბიზნესს დავუჭერთ მხარს მათი მიზნების რეალიზაციაში“, - აცხადებს გიორგი კინწურაშვილი .

ღონისძიებაზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ „საქართველოს ბანკის“ ვებგვერდს.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის