„თიბისი კონცეპტის“ მხარდაჭერით ფესტივალი - JAZZ&WINE Kakheti გაიმართება

“თიბისი კონცეპტის” მხარდაჭერით, წელს კახეთი მერვედ მასპინძლობს ჯაზისა და ღვინის ფესტივალს, რომელიც წინანდლის მამულებში, 12 ოქტომბერს, ტრადიციულად ღვინის დეგუსტაციით გაიხსნება. წლევანდელ ფესტივალში 30-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი მიიღებს მონაწილეობას.

ამის შესახებ ინფორმაცია „თიბისი“ ბანკი ავრცელებს.

მათი ცნობით, "თიბისი კონცეპტის" Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, "თიბისის" Visa ბარათზე კი 15%-იანი.

„ფესტივალის ამფითეატრის სცენა იტალიურ ჯგუფს „სვით ლაიფ სოსაეთი“ (THE SWEET LIFE SOCIETY) დაეთმობა. მათი უნიკალური სტილი აერთიანებს ვინტაჟურ მელოდიებსა და ამერიკული ჰიპ ჰოპს, რაც დახვეწილ და ელეგანტურ მელოდიას ქმნის, რომელსაც საოცრად ერწყმის ჯულიეტა პასერასა და მორენო ტურის შეუდარებელი ვოკალი.

სადღესასწაულო განწყობას საღამოს ბოლრუმში გააგრძელებენ ვირტუოზი მუსიკოსები: კოლუმბიელი ედმარ კასტანედა და შვეიცარიელი გრეგუარ მარე, უნიკალური პროექტით ჰარფ vs ჰარფ (Edmar Castañeda & Grégoire Maret - HARP vs HARP)

დღის ბოლოს კი, ამფითეატრის სცენაზე მსმენელის წინაშე ფრანგული ჯგუფი „ელექტრო დე ლუქსი“ (ELECTRO DELUXE) წარდგება. მათ ფრანგული მუსიკის ელჩებსაც კი უწოდებენ. ჯგუფმა საერთაშორისო აღიარება დიდი ხნის წინ მოიპოვა. მათი მუსიკა უნივერსალურ ენაზე საუბრობს და აერთიანებს სოულის, ჰიპ-ჰოპისა და R&B ელემენტებს. საოცარი იმპროვიზაციის უნარი წარუშლელ ატმოსფეროს ქმნის დარბაზში და დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ტოვებს მსმენელის მეხსიერებაში. ეს არის ის, რითაც მუსიკოსები მსოფლიოს ყველა კუთხიდან იზიდავენ მსმენელს.

ფესტივალს ტრადიციულად წარმოადგენს „თიბისი კონცეპტი“.

ოფიციალური სპონსორია ვიზა. სპონსორები: „პორშე“ და „ისი პარი“. მხარდამჭერი: საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია. მასპინძელი სასტუმროები: „რედისონ ქოლექშენი“ და „პარკ ჰოტელ წინანდალი“. ფესტივალის საინფორმაციო მხარდამჭერები: TVიმედი, ჟურნალი Homeland of Wine Magazine, რადიო „ფორტუნა“, Marketer.ge. ფესტივალის ორგანიზატორი კომპანია „ისთერნ ფრომოუშენსი“.

ფესტივალის ბილეთების შეძენა შესაძლებელია ბმულზე.

წინასწარი გაყიდვების ფარგლებში (13-15 აგვისტო) სასტუმროს პაკეტებისა და ბილეთების შეძენას „თიბისის კონცეპტ“ კლიენტები შეძლებენ სპეციალურ ფასად, ხოლო შემდგომ, მხოლოდ ბილეთებზე "თიბისი კონცეპტის" Visa ბარათზე გავრცელდება 20%-იანი ფასდაკლება, "თიბისი" Visa ბარათზე კი 15%-იანი”-ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვახტანგ ხმალაძე - რუსეთის მიერ საქართველოში ჩადენილ დანაშაულებს  ვერც ივანიშვილი და ვერც ვინმე სხვა ვერ ჩამორეცხავს
ემილ ავდალიანი - საქართველოს გეოპოლიტიკური დილემა ზუსტად ამაშია, როგორ უნდა ააგოს ურთიერთობები ისე, რომ ერთდროულად საჭირო იყოს ყველა დიდი მოთამაშისთვის და თან თავიდან აიცილოს რომელიმესთან ურთიერთობების გაფუჭება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.09.2024
კახა ოქრიაშვილი - რუსეთ-საქართველოს ომში ივანიშვილმა რუსეთის მხარე დაიჭირა!
,,ბიოგრაფი ლივინგის” მეორე საცხოვრებელი პროექტის ,,მატიანის“ მშენებლობის პროცესი ახალ ეტაპზე გადავიდა