Bild - გერმანიაში, შესაძლო დივერსიის გამო ნატო-ს საჰაერო ბაზა დახურეს

გერმანიაში, შესაძლო დივერსიის გამო ნატო-ს საჰაერო ბაზა დახურეს. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Bild-ი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, საქმე სასმელი წყლის დაბინძურებას ეხება, რის გამოც ქალაქ გეილენკირხენში მდებარე ნატო-ს საჰაერო ბაზის დახურვა საჭირო გახდა.

შემთხვევის ადგილზე გამოძიება მიმდინარეობს და გავრცელებული ინფორმაციით, ერთი პირი დააკავეს.

მანამდე, გერმანულმა მედიამ ინფორმაცია გაავრცელა, რომ აღნიშნული შემთხვევის მსგავსად, სასმელი წლის დაბინძურების გამო, ქალაქ კელნის მახლობლად მდებარე სამხედრო ყაზარმებიც დახურეს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა