ცესკო-მ 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) დღევანდელ სხდომაზე 2024 წლის 26 ოქტომბრის პარლამენტის არჩევნებისთვის საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრები განსაზღვრა.

ცესკოს ინფორმაციით, არჩევნებისთვის მზადების პროცესში საარჩევნო სუბიექტებისთვის თანაბარი საარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, კანონმდებლობით შესაძლებელი უადრესი ვადის გათვალისწინებით, საარჩევნო სუბიექტების რიგითი ნომრის განსაზღვრის მიზნით წილისყრის პროცედურა დღევანდელ სხდომაზე გაიმართა.

„აღსანიშნავია, რომ რიგითი ნომრების განაწილების პროცესი ლაივ რეჟიმში გადაიცემოდა და ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა თვალყური ედევნებინა აღნიშნული პროცედურებისთვის. სხდომას ადგილობრივი და საერთაშორისო დამკვირვებლებიც ესწრებოდნენ.

საარჩევნო სუბიექტებისთვის რიგითი ნომრები ცესკომ როგორც წილისყრით, ისე შესაბამისი უფლებამოსილი პარტიების მიერ კანონმდებლობით განსაზღვრულ ვადებში (არაუგვიანეს 17 ივლისი) წარდგენილი განცხადებების საფუძველზე მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე განსაზღვრა“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

საარჩევნო სუბიექტებს განესაზღვრათ შემდეგი რიგითი ნომრები:

№1 – „კი ევროპას - სტრატეგია აღმაშენებელი”;

№2 – „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის”;

№3 – „საქართველოს ერთობისა და განვითარების პარტია”;

№4 – „ახალი ერთობა გვარამია მელია”;

№5 – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”;

№6 – „საქართველოს ევროპელი დემოკრატები”;

№7 – „ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები”;

№8 – „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი”;

№9 – „ლელო საქართველოსთვის”;

№10 – „საქართველოს ლეიბორისტული პარტია”;

№11 – „საქართველოს რესპუბლიკური პარტია”;

№12 – „ჩვენი გაერთიანებული საქართველო”;

№13 – „საქართველოს სოციალ - დემოკრატიული პარტია”;

№14 – „მესამე გზა”;

№15 – „სამართლიანობისთვის”;

№16 – „შეცვალე საქართველო”;

№17 – „საქართველო”;

№18 – „პროგრესი და თავისუფლება”;

№19 – „დემოკრატთა ალიანსი”;

№20 – „თავისუფალი საქართველო”;

№21 – „ტრიბუნა”;

№22 – „კანონი და სამართალი”;

№23 – „თავისუფალი არჩევანი - ახალი ალტერნატივა”;

№24 – „მწვანეთა პარტია”;

№25 – „გახარია საქართველოსთვის”;

№26 – „მემარცხენე ალიანსი”;

№27 – „ქართველ ერთობა”;

№36 – „ახალი პოლიტიკური ცენტრი”;

№41 – „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო”;

№48 – „ანა დოლიძე - ხალხისთვის”.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის