Easy Care თიბისის მხარდაჭერილი პროექტის, Technovation Girls Sakartvelo-ს, ერთ-ერთი გამარჯვებულია

Easy Care „თიბისის“ მხარდაჭერილი პროექტის, Technovation Girls Sakartvelo-ს, ერთ-ერთი გამარჯვებულია. ამის შესახებ ინფორმაციას „თიბისი“ ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, აპლიკაცია შინაურ ცხოველებზე ზრუნვაში გვეხმარება.

„ლიკა დეკანაძემ, ნია აბაშიძემ, ენდი აივაზიანმა, ელენა კაზარიანმა და ნინო თებიძემ შექმნეს შინაური ცხოველებისა და მათი მფლობელებისთვის განკუთვნილი მოწყობილობა, რომელშიც შესაბამისი საკვები თავსდება. ის დაკავშირებულია მობილურ აპლიკაციასთან და მომხმარებლებს დისტანციურად შეუძლიათ სახლში დარჩენილი ცხოველების გამოკვება.

აპლიკაციაში, საკვების მიწოდების გარდა, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციაცაა მოცემული. მაგალითად, როგორ მოვუაროთ ცხოველს, რომელ საათზე აჯობებს გამოკვება და უამრავი სხვა რჩევა. ინფორმაციის მაქსიმალური სანდოობისთვის კი მხოლოდ ოფიციალური კვლევები და ექსპერტების რჩევები გამოიყენეს. ამიტომაც სამომავლოდ გუნდის წევრები Easy Care-ის მცირე თუ დიდი ფერმებისთვის შეთავაზებასაც აპირებენ.

Technovation Girls საერთაშორისო კონკურსია, რომელიც მსოფლიოს ასზე მეტი ქვეყნის ათიათასობით გოგონას ტექნოლოგიებისა და ინოვაციური იდეების ირგვლივ აერთიანებს. Technovation Girls SAKARTVELO 2024-ზე წარდგენილი პროექტებიდან ადგილობრივმა ჟიურიმ გადაარჩია ნამუშევრები და გამოვლინდა გამარჯვებული გუნდები, რომლებიც საქართველოს სახელით საერთაშორისო კონკურსში მიიღებენ მონაწილეობას.

„თიბისი“, როგორც ტექნოლოგიური კომპანია, Technovation Girls SAKARTVELO-ს მხარდაჭერით, მიზნად ისახავს ტექნოლოგიური ეკოსისტემის განვითარების ხელშეწყობას, ამ სფეროში გოგონების გაძლიერებასა და, ზოგადად, ახალგაზრდა თაობაში ტექნოლოგიურ საკითხებთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებას“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - თუ კამალა ჰარისი გახდა პრეზიდენტი, იგი როგორც აშშ-ს გლობალური ლიდერობის მომხრე, ჩვენს რეგიონში უფრო მკაცრ პოლიტიკას გაატარებს
კახა გოგოლაშვილი - ძალიან სამწუხაროა, რომ საქართველოში დადგა დრო, როდესაც შესაძლებელია აშკარა ტყუილებით პოლიტიკის კეთება
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება