ოთარ შამუგია - ჩვენი მიზანია, ყურძენი სრულად დაბინავდეს და მევენახეებმა გაზრდილი შემოსავალი მიიღონ

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ შილდაში, ეკატერინე მირინაშვილის ვენახი დაათვალიერა.

ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ცნობით, ეკატერინე მირინაშვილმა საფერავის ჯიშის ყურძენი 1 ჰა-მდე ფართობზე ხუთი წლის წინ სახელმწიფოს მხარდაჭერით, საგრანტო დაფინანსებით გააშენა და უკვე მეორე მოსავალს მიიღებს. გასული წლის მსგავსად, მევენახე ყურძენს წელსაც ღვინის საწარმოში ჩააბარებს, თუმცა, სამომავლოდ გეგმავს ღვინო თავად აწარმოოს და ექსპორტიც განახორციელოს.

„წელს ძალიან კარგი მოსავალია როგორც ხარისხის, ისე რაოდენობის მხრივ. რა თქმა უნდა, შედეგზე ჩვენი შრომა აისახა და ყურძენი ძალიან კარგი ხარისხისაა. ვენახი სახელმწიფოს მხარდაჭერით ხუთი წლის წინ გავაშენე, რომელიც უკვე სრულ მსხმოიარებაში შედის. ჯერჯერობით არ მაქვს ღვინის საკუთარი წარმოება, თუმცა მომავალში ვგეგმავ. ამ ეტაპზე, ყურძენს ქარხნებში ვაბარებ“, - აღნიშნა ეკატერინე მირიანაშვილმა.

ოთარ შამუგიამ იმ მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა, რამაც საქართველოში მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებას შეუწყო ხელი. აღინიშნა, რომ სახელმწიფოს მხარდაჭერა ხორციელდება როგორც წარმოების, ისე რეალიზაციის ეტაპზე. უკვე შექმნილია ვენახების კადასტრი; ყურძნის მიღება-ჩაბარება მევენახეობის კადასტრის ბაზაზე მიმდინარეობს.

აღსანიშნავია, რომ ვენახების კადასტრის ეროვნული პროგრამის მონაცემით, რომელიც 2014-2023 წლებში განხორციელდა, დღეისათვის, 2012 წელთან შედარებით, ვენახების ფართობი თითქმის გაორმაგებულია და ქვეყნის მევენახეობის რეგიონებში გაშენებულია 50 ათას ჰა-მდე ვენახი, აღრიცხულია 47 ათასზე მეტი მევენახის 170 ათასზე მეტი ნაკვეთი“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - ზელენსკის ჰქონდა შანსი გაეკეთებინა ის, რაზეც უკრაინაში ერთ წელზე მეტია საუბრობენ - შეექმნა უკრაინის ეროვნული ერთობის მთავრობა, მაგრამ მან მოქმედების სხვა გზა არჩია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.09.2024
ლევან ლორთქიფანიძე - ქვეყანას დიალოგი სჭირდება, რათა საბედისწერო ჟამს ურთიერთგანსხვავებული არგუმენტების შეჯერება შევძლოთ და მოშხამული პოლიტიკური გარემო პარტიათა მწვავე კონკურენციის რეჟიმით ჩავანაცვლოთ
პროკრედიტ ბანკის 25 წლიანი წარმატების ისტორია - საქართველოში საქართველოსთვის
არქიმ სპეციალურად არქელებისთვის ევროპული სტანდარტის სპორტული დარბაზი გახსნა
ანა ხურციძე საქართველოს უნივერსიტეტის სამართლის სკოლის დირექტორი და დავის გადაწყვეტის საერთაშორისო აკადემიის ახალი არჩეული პრეზიდენტი
„იყიდე რაც გჭირდება და რაც გულით გინდა ისიც მოგივა“ - CashBack -ისა და VISA - ს ერთობლივი აქცია იწყება