წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

წყნეთის გზატკეცილზე სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, მიმდინარე სამუშაო პროცესს დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან და თბილისის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძესთან ერთად ადგილზე გაეცნო.

„ბაგებში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ახალი ხიდიდან ბაგებისკენ მიმავალი გზა, დოლიძის ქუჩამდე, უკვე ქვედა ფენებშია მოქცეული. აღნიშნულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა კომუნიკაციების მხრივ ძალიან მძიმე მდგომარეობა იყო. პირველ რიგში, მისი განახლება და შეცვლა მოხდა. ამ ეტაპზე, მიწისქვეშა კომუნიკაციები მთლიანად შეცვლილია. ასევე, სანიაღვრე ქსელის მოწყობა და გაზის მილების შეცვლა მიმდინარეობს. გარდა ამისა, ტერიტორიაზე ახალი საპარკინგე ადგილები და ტროტუარები მოეწყობა, რათა ფეხით გადაადგილება კომფორტულად იყოს შესაძლებელი. ახალი მიწისქვეშა ურნები განთავსდება და განათების ბოძები დამონტაჟდება. ელექტროგადამცემი სადენები მთლიანად მიწის ქვემოთ იქნება ჩატანილი. პროექტი ოქტომბრის დასაწყისში მთლიანად დასრულებული იქნება“, - აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერიის ცნობით, სარეაბილიტაციო პროექტის მიხედვით, წყალმომარაგების და წყალარინების ქსელების განახლება დასრულებულია, გაზმომარაგებისა და სანიაღვრე ქსელების მოწყობა რამდენიმე დღეში დასრულდება. ასევე, საჰაერო სადენების მიწისქვეშ განსათავსებლად საჭირო კაბელ-არხები ეწყობა. რამდენიმე მისამართზე დასრულებულია ფერდის დამცავი კედლების მოწყობა, ზოგან კი კვლავ მიმდინარეობს სამუშაოები. აქტიურად მიმდინარეობს მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნების მოწყობის სამუშაოები.

„პროექტის ბოლო ეტაპზე კიდევ ერთი ფენა ასფალტის საფარი დაიგება. მოეწყობა საფეხმავლო კუნძულები და ტროტუარები, განათების სისტემა, შუქნიშნები და საზოგადოებრივი ტრანსპორტის გაჩერებები.

დედაქალაქის მერთან ერთად, სამუშაოებს მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელი გიორგი აბუთიძე, ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, „თბილსერვის ჯგუფის“ ხელმძღვანელი დავით ფაჩულია, ასევე, საქართველოს პარლამენტის მაჟორიტარი დეპუტატი ნოდარ ტურძელაძე გაეცნენ“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Turbo - კრიპტოს გაცვლის ახალი გზა რეგისტრაციის გარეშე
სილქნეტმა საქართველოში პირველი Tier III სერტიფიცირებული კომერციული მონაცემთა ცენტრის მშენებლობა დაიწყო
„დიემჯი ჯგუფი” „ლაგუნა ვერეს“, აბრეშუმისა და თამბაქოს ფაბრიკების ტერიტორიის განვითარების ახალ ეტაპს იწყებს
საქართველოს ეროვნული AI ნაკრების ტრიუმფი IOAI 2026-ზე: 2 ოქრო, 3 ვერცხლი, 2 ბრინჯაო და საპატიო სიგელი
საქართველოს ხელოვნური ინტელექტის ეროვნულმა ნაკრებმა IOAI 2026-ზე ისტორიული შედეგი აჩვენა - 7 მედალი და საპატიო სიგელი
Skillwill-ში პროგრამული უზრუნველყოფის ტესტირების (QA) სადიპლომო პროგრამაზე წინასწარი რეგისტრაცია დაიწყო
ჩუღურეთის რაიონში ხორციელდება მასშტაბური მწვანე პროექტი, რომელიც მარტივად უკავშირდება ქალაქის ცენტრს