რელიგიის  სააგენტომ და ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ მორიგი საქველმოქმედო აქციები გამართეს

დღეს, რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ და საქართველოს ქრისტიან-ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანებამ ორი საქველმოქმედო აქცია გამართეს. ამის შესახებ ინფორმაციას რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტო ავრცელებს.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციას კასპის რაიონის სოფელ თელიანში ცხინვალის რეგიონიდან დევნილი მოსახლეობისათვის საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდენს ბოტეს“ ჰუმანიტარული დახმარება -10 ფუთა ტანსაცმელი და 300 კგ ბრინჯი გადაეცა.

„თბილისის სათნოების სახლს „ კათარზისი“, რომელშიც ქართველებთან ერთად უკრაინელი შეჭირვებული ხანდაზმულები ყოველდღიურად სადილობენ, 300 კგ ბრინჯი გადაეცა.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა და სათნოების სახლის „კათარზისის“ წარმომადგენლებმა გაწეული დახმარებისათვის აქციის ორგანიზატორებს მადლობა გადაუხადეს.

აქციაში მონაწილეობდნენ: რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს სტრატეგიული კვლევის,ანალიზისა და რეგიონების სამსახურის უფროსი ნინო ჭავჭავაძე ,ანალიტიკოსი გიორგი პატაშური, ლოჯისტიკის მენეჯერი ლაშა მჭედლიძე , საქართველოს ქრისტიან -ბაპტისტთა ეკლესიების გაერთიანების აღმასრულებელი მდივანი ტარიელ პაპინაშვილი.

საქველმოქმედო აქციები მომავალშიც გაგრძელდება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - პრემიერმა, პრაქტიკულად, ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ჩვენ საგარეო პოლიტიკაში არა ზნეობრივი იმპერატივებით, არამედ უახლოესი საჭიროებით ვმოქმედებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 11.06.2026
„ბიოგრაფი ლივინგის“ დეველოპერულ პროექტებში „ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის“ სამედიცინო კაბინეტები განთავსდება
ხელოვნური ინტელექტი ბიზნესში - როგორ ეხმარება GeoLab ქართულ კომპანიებს AI-ის პრაქტიკულად გამოყენებაში
სილქნეტის „როუმინგ პასის“ ინტერნეტ პაკეტებს აშშ, მექსიკა და კანადა დაემატა
ყურადღებით - ვრცელდება ახალი კიბერთაღლითური სქემები
m² განვითარების ახალ ეტაპზე გადადის - კომპანია საქმიანობას ახალი სტრატეგიითა და გრძელვადიანი განვითარების ხედვით განაგრძობს
X2 Development-ი - „სახლი, ზრუნვით აშენებული“