„სასწავლო წელი იწყება „კარფურით“ - გამოიძახე კარფური ონლაინ და მიიღე დამატებითი სარგებელი

„კარფურის“ ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად განსაკუთრებულ შეთავაზებებსა და საჩუქრებს უმზადებს მომხმარებლებს.

21 აგვისტოდან 17 სექტემბრის ჩათვლით, „კარფურის“ ფილიალებში, მშობლებსა და მოსწავლეებს საკანცელარიო და სასკოლო ნივთების ფართო არჩევანი დახვდებათ — ყველაფერი სკოლისთვის ერთ სივრცეში, ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად.

გარდა ამისა, 30 სექტემბრის ჩათვლით, Glovo-სა და Wolt-ის აპლიკაციიდან კარფურის გამოძახების შემთხვევაში, მომხმარებლებს 8000-ზე მეტი პროდუქტი და მათ შორის, სასკოლო ასორტიმენტის დიდი არჩევანი დახვდებათ.

ეს ყველაფერი არ არის, აღნიშნულ პერიოდში ორივე აპლიკაციის - Glovo-სა და Wolt-ის ყოველი ახალი მომხმარებელი მიიღებს 10 ლარიან ფასდაკლებას კარფურის პირველ გამოძახებაზე, მინიმუმ 60 ლარიან შენაძენზე, სპეციალური პრომო კოდის გამოყენებით (Glovo-ს პრომო კოდი – CRF10 და Wolt-ის პრომო კოდი - WOLTCRFNEW).

ასევე, 30 სექტემბრის ჩათვლით, ორივე აპლიკაციიდან, მინიმუმ 60 ლარის შენაძენზე კარფურის გამოძახების შემთხვევაში, მომხმარებლები ისარგებლებენ უფასო მიტანის სერვისით.

ასევე, შეგახსენებთ, რომ კარფურის მაღაზიებსა და ონლაინ შოპინგის პლატფორმებზე - Glovo და Wolt, სასკოლო ასორტიმენტის ფართო არჩევანი განსაკუთრებული ფასდაკლებით დახვდებათ - სასკოლო ჩანთები, ლანჩბოქსები, საკანცელარიო ნივთების დიდი არჩევანი და ახალი სასწავლო წლისთვის საჭირო ყველა სხვა სასკოლო ინვენტარი თუ ტექნიკა.

„კარფური“ მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს — ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ონლაინ შოპინგის შესაძლებლობით. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის