„საქართველოს ბანკის“ ბიზნესკურსს საჯარო გამოსვლის უნარების კურსი დაემატა

„საქართველოს ბანკი უწყვეტ რეჟიმში განაგრძობს ბიზნესებისთვის საგანმანათლებლო პროექტების შექმნასა და განვითარებას. ახლახან პლატფორმა Businesscourse.ge-ს საჯარო გამოსვლის უნარების კურსი დაემატა, რომელსაც რუსუდან კვაჭანტირაძე უძღვება. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს ბანკი“ ავრცელებს.

მათი ცნობით, საჯარო გამოსვლის უნარების კურსის გავლის შემდეგ, ბიზნესის წარმომადგენლებს შესაძლებლობა ექნებათ, პრეზენტაციის უნარები გაიუმჯობესონ და აუდიტორიასთან ეფექტიანი კომუნიკაცია დაამყარონ.

„კურსი რამდენიმე ვიდეოლექციისგან შედგება და ფარავს შემდეგ საკითხებს:

წარმატებული პრეზენტაციის კრიტერიუმები

საჯარო გამოსვლისთვის მომზადება

პრეზენტატორის ვიზუალური მხარე

პრეზენტატორის ხმა

პრეზენტაციის შინაარსი

აუდიტორიასთან კომუნიკაცია

დარწმუნების ტექნიკები

კონფლიქტური სიტუაციების განმუხტვა

აუდიტორიის შიში და დაძლევის მეთოდები

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ბანკის საგანმანათლებლო პლატფორმაზე Businesscourse.ge ხელმისაწვდომია 50-ზე მეტი უფასო კურსი კურსი მარკეტინგის, ფინანსების, სოციალური მედიის მენეჯმენტის, კომუნიკაციების და ბიზნესისთვის რელევანტურ სხვა საკითხებზე. კურსები ვიდეოგაკვეთილების ფორმატშია განთავსებული, შესაბამისად, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან გაიაროს სასურველი კურსი.

საჯარო გამოსვლების კურსზე რეგისტრაციისთვის ეწვიეთ ბმულს.“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში