ემანუელ მაკრონი სერბეთს ეწვევა

საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სერბეთს ეწვევა, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.

ემანუელ მაკრონი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში დღეს ჩავა და სერბ კოლეგასთან, ალექსანდრ ვუჩიჩთან მოლაპარაკებებს გამართავს.

ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი მოლაპარაკებებისას ფრანგი და სერბი პრეზიდენტები ისეთ საკითხებს განიხილავენ, როგორიც ფრანგული Rafale-ს ტიპის საბრძოლო თვითმფრინავების შეძენა, ენერგეტიკა და ხელოვნური ინტელექტია.

ცნობისთვის, ბოლოს საფრანგეთის პრეზიდენტი სერბ კოლეგას აპრილში, პარიზში შეხვდა.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა