საბა ბუაძე - განცხადებით, საჯარო სექტორში რეკორდულად გაზრდილი შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურების ზრდა წინასაარჩევნო პერიოდთანაა დაკავშირებული

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, საჯარო სექტორში რეკორდულად გაზრდილი შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურების ზრდა წინასაარჩევნო პერიოდთანაა დაკავშირებული.

მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა საჯარო სექტორი პარტიული დასაქმების სივრცედ გადააქციოს, რომლის საშუალებითაც ის ხელისუფლების შენარჩუნებას შეეცდება.

„ძლიერი საქართველო“ საჯარო სექტორში რეკორდულად გაზრდილი შტატგარეშე მოსამსახურეების ანაზღაურების საკითხს ეხმაურება, რომელიც, რასაკვირველია, დაკავშირებულია წინასაარჩევნო პერიოდთან და იმის გამო, რომ რუსეთის სამსახურში მყოფი ხელისუფლება ძალიან დიდი ტემპით საზოგადოების მხარდაჭერას კარგავს. ჩვენ ვხედავთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა საჯარო სექტორი პარტიული დასაქმების სივრცედ გადააქციოს, რომლის საშუალებითაც შემდეგ ის შეეცდება ხელისუფლების შენარჩუნებას. სწორედ ამას უკავშირდება ის რეკორდული მაჩვენებლები, რომელიც შტატგარეშეთა ანაზღაურებაზე გაწეულ ხარჯებს გულისხმობს. ამ ხარჯებმა 261 მილიონი შეადგინა, მხოლოდ 2024 წლის 6 თვეში და რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 25 მილიონი ლარით აღემატება. მაშინ, როდესაც 2015 წელს შტატგარეშეების ანაზღაურებაზე 150 მილიონი ლარი იხარჯებოდა.

დღეს ფაქტობრივად, საქართველოში ყოველი მეოთხე დასაქმებული ადამიანი ხელფას სახელმწიფო ბიუჯეტიდან იღებს, რაც იმას ნიშნავს, რომ კერძო სექტორი ფაქტობრივად არის განადგურებული და უმძიმეს მდგომარეობაში, ჩვენ გვინახავს პარტიული დასაქმების ინსტრუმენტები და ამის საუკეთესო მაგალითია, 126 ადამიანი, რომელიც თიანეთის სასაფლაოს მომვლელად დაასაქმეს და 54 ადამიანი, რომელიც მესტიის აუზების გამწმენდის პოზიციაზე მუშაობს. რასაკვირველია, ეს არის პარტიული დასაქმებისათვის, იმისათვის, რომ ხელისუფლებამ საკუთარი კოორდინატორები სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯზე მოაწყოს და რასაკვირველია, ეს ყველაფერი კეთდება საჯარო მოხელეების ღირსების და კეთილდღეობის ხარჯზე. დღეს საჯარო მოხელეებს, ფაქტობრივად, უმძიმეს მდგომარეობაში უწევთ მუშაობა და ეს არის „ქართული ოცნების“ დამსახურება“, - განაცხადა ბუაძემ.

გარდა ამისა, „ძლიერი საქართველო“ მოსახლეობას ჰპირდება, რომ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ისინი მაღალანაზღაურებად სამუშაო ადგილებს კერძო სექტორში შექმნიან.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის