პრემიერი „სამარცხვინო ტყუილს“ უწოდებს ინფორმაციას, რომ „ქართული ოცნება“ საჯარო მოსამსახურეებს პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობას აიძულებს

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, „სამარცხვინო ტყუილია“, თითქოს „ქართული ოცნება“ საჯარო მოსამსახურეებს პარტიულ ღონისძიებებში მონაწილეობას აიძულებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებთან განმარტა, არავის სჭირდება საჯარო მოსამსახურეების მობილიზება იმიტომ, რომ რეგიონებში მათი რაოდენობა დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია იმაზე, ვიდრე ხალხი აქციებზე მიდის.

„გურიაში რამდენი საჯარო მოსამსახურეა? გეტყვით, რომ იმაზე 10-ჯერ ნაკლები, ვიდრე ღონისძიებაზე იყო მისული. ყველა საჯარო მოხელე რომ მიგვეყვანა, მაინც 10-ჯერ მეტი გვეყოლებოდა მისაყვანი ადამიანი. ეს არის სამარცხვინო ტყუილები, რასაც თქვენ ავრცელებთ. ჩვენ არავინ მიგვყავს. თუ საჯარო მოსამსახურე იმავდროულად არის ჩვენი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, ისიც აქციაზე მიდის. ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენაა. რაც შეეხება ტრანსპორტით დახმარებას, ეს აბსოლუტურად ჩვეულებრივი მოვლენა არის. არაფერზე გაქვთ არგუმენტი და ტყუილებს ამბობთ, რაც ძალიან ცუდია. არავის სჭირდება საჯარო მოსამსახურეების იქ მობილიზება იმიტომ, რომ საჯარო მოსამსახურეების რაოდენობა რეგიონებში დაახლოებით 10-ჯერ ნაკლებია იმაზე, ვიდრე ხალხი აქციებზე მიდის. ხომ ხედავთ რამხელა ტყუილს ამბობთ“, - განაცხადა კობახიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის