გრუნის პროფესორის - ირაკლი ყანდაშვილის,  სახელმძღვანელო „მედიაცია  - დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება“,  აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის ირაკლი ყანდაშვილის სახელმძღვანელო აზერბაიჯანულ ენაზე გამოიცა. ამის შესახებ ინფორმაციას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, აზერბაიჯანული მხარის მიერ სახელმძღვანელოს თარგმნა მის საუნივერსიტეტო სწავლებაში ინტეგრირებას ისახავს მიზნად.

„გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის, სსიპ „საქართველოს მედიატორთა ასოციაციის“ თავმჯდომარის - ირაკლი ყანდაშვილის, ავტორობით შექმნილი სახელმძღვანელო „მედიაცია - დავის გადაწყვეტის ეფექტური საშუალება“, რომელიც 2022 წელს გამოიცა და როგორც სასწავლო სახელმძღვანელო, ფართოდ გამოიყენება საქართველოს უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში, აზერბაიჯანის მედიატორთა პროფესიული გაერთიანების ინიციატივითა და აზერბაიჯანის სახელმწიფო მხარდაჭერის სააგენტოს ტექნიკური მხარდაჭერით გამოიცა აზერბაიჯანულ ენაზე.

სახელმძღვანელოს ოფიციალური პრეზენტაცია გაიმართა აზერბაიჯანის იუსტიციის სამინისტროს აკადემიაში, მისი ოფიციალური პრეზენტაცია, ასევე, გათვალისწინებულია აზერბაიჯანის სხვადასხვა ინსტიტუციაში.

აზერბაიჯანული მხარის მიერ სახელმძღვანელოს თარგმნა მიზნად ისახავს მის საუნივერსიტეტო სწავლებაში ინტეგრირებას, ისევე, როგორც აზერბაიჯანელ მედიატორთა მოსამზადებლად მის ფართოდ გამოყენებას“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
„იმპექსი“ 27 წლისაა - ბრენდი დაბადების დღის კვირეულს მასშტაბური კამპანიით აღნიშნავს
„ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში“ ამერიკულ ტექნოლოგიურ გიგანტთან თანამშრომლობით, რეგიონში უნიკალური ტექნოლოგია დაინერგა
სილქნეტის მხარდაჭერით წინანდლის მამულმა  ფესტივალ „ვარდობისთვეს“ უმასპინძლა