ედგარს რინკევიჩი - ლატვიაში რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა, მიმდინარეობს გამოძიება

ლატვიის ტერიტორიაზე რუსული სამხედრო დრონი ჩამოვარდა, - ამის შესახებ ლატვიის პრეზიდენტი, ედგარს რინკევიჩი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

„გუშინ აღმოსავლეთ ლატვიაში რუსული სამხედრო უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოვარდა. მიმდინარეობს გამოძიება. მჭიდრო კონტაქტში ვართ ჩვენს მოკავშირეებთან“, - დაწერა მან და აღნიშნა, რომ მსგავსი ინციდენტების რიცხვი ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგზე იზრდება.

მედია ლატვიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება, რომ ნამსხვრევები რეზეკნეს რაიონში აღმოაჩინეს.

ამასთან, ლატვიის ეროვნული შეიარაღებული ძალების ცნობით, რუსული უპილოტო საფრენი აპარატი ქვეყნის საჰაერო სივრცეში ბელარუსის მხრიდან შევიდა

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა