შრომის ბიულეტენი, ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერით, პასუხობს შეკითხვაზე: როგორია მინიმალური ანაზღაურების რეგულირების პრაქტიკა ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ევროკავშირში წევრობის კანდიდატ ქვეყნებში?
2023 წელს 2022 წელთან შედარებით შრომის ანაზღურებამ საშუალოდ 5.3%-ით მოიმატა ევროკავშირში, უშუალოდ ევროზონაში კი - 4.8 %-ით.
ევროზონაში მყოფ ევროკავშირის ქვეყნებში, საათობრივი ანაზღაურებამ მოიმატა ყველა ქვეყანაში. ყველაზე დიდი ზრდა დაფიქსირდა ხორვატიაში +14.2%, ლიეტუვაში +12.4 %, ესტონეთში +11.7%.
ევროზონის გარეთ მყოფ ევროკავშირის ქვეყნებში, მატება გამოხატულია ეროვნულ ვალუტებში. ყველზე დიდი ზრდა იყო უნგრეთში +17%, რუმინეთში +16.5%, ბულგარეთში +14 %, პოლონეთში +12.4%.
ევროკავშირის ქვეყნებში საათობრივი ანაზღაურება მერყეობს 9 ევროდან 54 ევროს ფარგლებში.
2024 წლის მონაცემებით, მინიმალური ანაზღაურება ევროკავშირში ყველზე ცოტა არის ბულგარეთში - თვეში 477 ევრო, ყველაზე დიდი კი ლუქსემბურგში - თვეში 2571 ევრო.
2024 წლის 1 იანვრისთვის, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 22-ში მოქმედებს ეროვნულ დონეზე დადგენილი მინიმალური ანაზღაურების სქემა. კანონისმიერი მინიმალური ანაზღაურების გარეშე არიან შემდეგი ქვეყნები: დანია, იტალია, ავსტრია, ფინეთი და შვედეთი.
ევროკავშირში გაწევრების კანდიდატობის სტატუსის მქონე 10 ქვეყნიდან 7 ქვეყანას განაზღვრული აქვს მინიმალური ანაზღაურება (მონტენეგრო, მოლდოვა, ჩრდილოეთ მაკედონია, ალბანეთი, სერბეთი, თურქეთი და უკრაინა), 3 ქვეყანას კი დღემდე არ აქვს ეროვნულ დონეზე საკითხი დარეგულირებული (ბოსნია-ჰერცოგოვინა, საქართველო, კოსოვო).
საქართველოს შესახებ ევროკომისიის შეფასების დოკუმენტში, რომელიც გამოქვეყნდა 2023 წლის 8 ნოემბერს (და რომელსაც დაეფუძნა საქართველოსთვის კანდიდატობის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილება), აღნიშნულია შემდეგი:
საქართველოს არ განუხორციელებია შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის (ILO) „მინიმალური ანაზღაურების შესახებ“ კონვენციის რატიფიცირება; საქართველომ უნდა ჩამოაყალიბოს სოციალური დაცვის მდგრადი სისტემა, მათ შორის უმუშევრობის დახმარების; უნდა დაიწყოს ფართო დისკუსია მინიმალური ანაზღაურების რეფორმის განხორციელებასთან დაკავშირებით.
წყარო:
https://ec.europa.eu/eurostat/web/products-eurostat-news/w/ddn-20240327-2
მოგვწერეთ, გვკითხეთ
european.time.geo@gmail.com
eka_kardava@yahoo.com