„ძლიერი საქართველო" ვეტერანებისთვის სპეციალური საპარკინგზე ადგილის გამოყოფის ინიციატივით გამოდის

„ძლიერი საქართველო“ გამოდის ინიციატივით, ვეტერანებისთვის საპარკინგე სივრცეებზე სპეციალური ადგილი გამოიყოს. კოალიციის ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის თქმით, ვეტერანები მათი თავგანწირვისთვის სახელმწიფოსგან მადლიერებას უნდა გრძნობდნენ.

როგორც ელისაშვილი აღნიშნავს, მათი ინიციატივის რეალიზება დიდ ხარჯებს არ მოითხოვს და აღნიშნული იდეის განხორციელებისთვის ხელისუფლების ცვლილებას არ დაელოდებიან. ამ საკითხზე ალეკო ელისაშვილმა "ძლიერი საქართველოს" სხვა ლიდერებთან, საკრებულოს წევრ საბა ბუაძესთან და ვატო სურგულაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა და თვალსაჩინოებისთვის საკრებულოსთან ვეტერანების პარკირების სპეციალური ნიშანი მიიტანა.

,,ვეტერანებთან დაკავშირებით ჩვენ, „ძლიერმა საქართველომ“ ახლახან წარმოვადგინეთ პროგრამა, მთავარი რის გაკეთებასაც ჩვენ ვაპირებთ, განსხვავებით „ქართული ოცნებისგან“, რომელიც ზედაც არ უყურებს ვეტერანებს და მათ მხოლოდ საარჩევნო ხმებად აღიქვამს, ჩვენ ვპირდებით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოსთვის თავდადებულმა ამ ადამიანებმა სახელმწიფოსგან იგრძნონ მადლიერება მათი თავგანწირვისთვის. ბევრი რამ იყო ამ პროგრამაში ჩამოთვლილი, მაგრამ ჩვენ გვსურს, ამ დაპირებების ერთი მცირე, მაგრამ მნიშვნელოვანი კომპონენტი, რომელიც არის დამოკიდებულების გამომხატველი, ახლავე შევასრულოთ და ამისთვის არ ველოდებით ხელისუფლების ცვლილებას. ჩვენი ინიციატივაა, რომ თბილისში და სხვა დიდ ქალაქებში საპარკინგე სივრცეებში, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვისაა გამოყოფილი ადგილი, ასევე დაემატოს კიდევ ერთი კონკრეტული ადგილი და მას ეწეროს, მხოლოდ ვეტერანებისთვის. ჩვენ მივმართავთ თბილისის მერიას და ამის რეალიზებას ვაპირებთ. არანაირი დიდი ხარჯი ამას არ სჭირდება, მაგრამ ეს იქნება დამოკიდებულების გამოვლენა და საკრებულოში ჩვენ დავიწყებთ ამ იდეის განხორციელების პროცესს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

,,ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის, საბა ბუაძის განცხადებით, საქართველოს ჰყავს ხელისუფლება, რომლის ხელისუფლებაში ყოფნის ყოველი დღე ვეტერანებისთვის ღირსების შემლახველია. მისივე თქმით, 26 ოქტომბერს „ძლიერი საქართველოს“ სახით მოვა ხელისუფლება, რომელიც ხალხის ინტერესებს მოემსახურება.

„26 ოქტომბერს ამ ქვეყანაში უნდა მოვიდეს ხელისუფლება, რომელიც მოემსახურება ხალხის ინტერესებს, ქართველი ვეტერანების ინტერესებს. მუნიციპალიტეტმა უნდა გამოხატოს თავისი დამოკიდებულება მათი თავდადების მიმართ. ჩვენ გავუკეთებთ ინიციირებას საკითხს, რომ ვეტერანებს ჰქონდეთ სპეციალური საპარკინგე სივრცე, ეს იქნება ვეტერანების დაფასების და მათი ძალიან ელემენტარული შეთავაზების გაკეთების კიდევ ერთი მაგალითი. ამას არ სჭირდება განსაკუთრებული ძალისხმევა, ამას სჭირდება პოლიტიკური ნება. ჩვენ ამ ინიციატივას დავაყენებთ დაუყოვნებლივ", - აღნიშნა ბუაძემ.

„ქვეყანა ფასდება იმით, როგორი დამოკიდებულება აქვთ ვეტერანების მიმართ. „ძლიერ საქართველოს“ აქვს ძალიან ძლიერი გეგმა ვეტერანების საკითხების გადასაჭრელად. ყველაზე მარტივი, რაც შეიძლება გადაიჭრას უახლოეს დროში, ეს არის პარკირების ადგილები. ამას ჩვენ გავაკეთებთ ძალიან მალე, როდესაც ხელისუფლებაში მოვალთ", - განაცხადა ვატო სურგულაძემ.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე