კახა კალაძე ოპოზიციაზე - ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ქვეყანას მიაყენონ ზიანი

საერთაშორისო პლატფორმებს რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ქვეყნის წინააღმდეგ იყენებს, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, გერმანიაში ოპოზიციის წარმომადგენლების ვიზიტის კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის მომავალს რადიკალური დაჯგუფება ებრძვის.

„ეს მხოლოდ ეკა ტყეშელაშვილს და ანა ნაცვლიშვილს არ ეხება. ადამიანს გერქვას ქვეყნის პრეზიდენტი და საერთაშორისო პლატფორმებს იყენებდე ქვეყნის წინააღმდეგ, გამოდიოდე და პირდაპირ ამბობდე, რომ საკუთარი ქვეყანა, შენი სამშობლო არ იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, წარმოგიდგენიათ, რასთან გვაქვს საქმე?! ეს არის ერთი რადიკალური დაჯგუფება, მასში შედიან ის ადამიანები, ვინც თქვენ დაასახელეთ, რომლებიც ებრძვიან ამ ქვეყნის მომავალს. მათი სურვილი იყო, რომ ქვეყანას ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელი არ მოეწერა, კანდიდატის სტატუსი არ მიეღო, ვიზალიბერალიზაციის პროცესი შეჩერებულიყო. ყველაფერს აკეთებენ იმისთვის და სურვილი აქვთ, რომ ყველაფერი წარმატებული შეჩერდეს და ქვეყანას მიაყენონ ზიანი და შეურაცხყოფა", - აღნიშნა კახა კალაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის