„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს ზესტაფონის მუნიციპალიტეტში აგრძელებს

„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ზესტაფონი-ბაღდათი-თერჯოლა-ტყიბულის დელეგატი ზვიად შალამბერიძე, ზესტაფონის სოფლების: კლდეეთისა და ტაბაკინის მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

დელეგატის თქმით, უამრავი საინტერესო აზრი, რჩევა და იდეა მოისმინა მოსახლეობისგან. ამასთან, როგორც შალამბერიძემ აღნიშნა, სოფლებში თითქმის სრულადაა მოწესრიგებული ცენტრალური გზები. მისივე თქმით, ადგილობრივებმა პრიორიტეტად დაასახელეს დარჩენილი ცენტრალური და საუბნო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.

„მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ მათგანს გამოცხადებული მხარდაჭერისთვის, ჯანსაღი კრიტიკისთვის და ბოლო წლებში განხორციელებული პროექტების ობიექტური შეფასებისთვის,“- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის