თელავში სურთ ცვლილებები, თქვენ ხართ ისინი, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის მეტი, ვიდრე არჩევნები, ისტორიული შესაძლებლობა გვაქვს ნანატრი ცვლილებები იყოს ხორცშესხმული , - ამის შესახებ „ კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ნიკა მელიამ თელავში ოფისის გახსნისას განაცხადა.
მისივე თქმით, 26 ოქტომბერს თითოეული თელაველის, კახელის მიერ დაიწერება წარმატებისა და გამარჯვების ისტორია.
„თელავში სურთ ცვლილებები, თქვენ ხართ ისინი, ვისაც გაცნობიერებული აქვს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნები არის მეტი ვიდრე არჩევნები, ისტორიული შესაძლებლობა გვაქვს ნანატრი ცვლილებები იყოს ხორცშესხმული. 26 ოქტომბერს თქვენს მიერ, თითოეული თელაველის, კახელის მიერ დაიწერება წარმატებისა და გამარჯვების ისტორია. არჩევნები ვერ გაყალბდება და მითუმეტეს ვერ გააყალბებდა ისტორია. გამოსავალია ყველანი მივიდეთ არჩევნებზე და გამოვიყენოთ ისტორიული შესაძლებლობა. წინ სახელმწიფოს ელოდება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება, გამარჯვება დიდი ძალისხმევის გარეშე არასდროს მოსულა.
ორჯერ მეტ ადამიანს სურს ცვლილებები. ივანიშვილი ცდილობს გაღარიბებული ხალხის მძიმე მდგომარეობით ისარგებლოს. უნდა კორუმპირებული და ბიუროკრატიული ქვეყანა. როგორ შეიძლება ამ ქვეყანაში მოქალაქეს განცდა არ ჰქონდეს , რომ ის არის ამ ქვეყნის ბატონ-პატრონი. როგორ შეიძლება ყოველ წელს მოწყალებას აძლევდეს და უხეშად უგდებდეს რაღაცებს მისი კეთილგანწყობის მოსაპოვებლად.
რატომ არ უნდა ჰქონდეს კახელ მშრომელ ადამიანს იმედი, რომ მისი ნაშრომი წყალში არ ეყრებოდეს და რატომ არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა იყოს მდიდარი. რატომ უნდა ეყრებოდეს წყალში და ყრიდეს იმ ყურძენს? რატომ არ უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა ორ მილიარდიანი ბაზარი იყოს ათვისებული? იმიტომ ხომ არა, რომ ეს
ივანიშვილს არ აწყობს. ქვეყანა თავს დააღწევს ოლიგარქიულ მმართველობას, ქვეყანაში განვითარდება ეკონომიკა, გაძლიერდება სოფლის მეურნეობა და კახელი შრომელი ადამიანი აღარ იქნება დამოკიდებული არც ერთ ხელისუფლებაზე.
ეს შესაძლებლობა გვაქვს პირველად და ამას სჭირდება რეალიზება. ბევრს გაუმარჯვია არჩევნებში, მაგრამ ძირეული ცვლილებები ვერ მოუტანია მოსახლეობისთვის. ყველანი ერთად მივდივართ 26 ოქტომბერს, მივდივართ წარსულის პატივსაცემად, განსაკუთრებით კი მომავლის პატივისცემით. მივდივართ არჩევნებზე და ერთი ბიულეტენით ხელში ვიქნებით ძლიერები, ვიდრე ივანიშვილის ძალაუფლება. ივანიშვილის ძალაუფლება უნდა წამოიღოს ხალხმა, ამას კი სჭირდება სულისკვეთება.
გუშინდელი ივანიშვილის განცხადება არ იყო სპონტანური, ეს იყო დაწერილი ტექსტი სადაც მანდ თქვა,რომ რომ ქართველმა ხალხ თავი უნდა იგრძნოს დამნაშავეებად, იმიტომ, რომ იბრძოდნენ ქართული სახელმწიფოსთვის. ქართველი ხალხი არ იტყვის უარს ეროვნულ სიამაყეზე, პასუხი კი უნდა გავცეთ ორგანიზებულად, მშვიდობიანად 26 ოქტომბერს.
განსხვავებული პოლიტიკური შეხედულების ხალხი ცხოვრობს ქვეყანაში, რაც ძალიან კარგია. ასეთი საქართველო გვინდა, არ გვინდა ყველანი ერთ პოზიციაზე ვიყოთ. არსებობს ფუნდამენტური საკითხები, მათ შორის სახელმწიფოს დამოუკიდებლობა, მისი თავისუფლება. საქართველო არის ყველაზე დიდი, ძვირფასი და არ შეიძლება ივანიშვილის ოინებს სამშობლო გადავაყოლოთ.
ამ ქვეყანაში, აქ, ვერ იფრიალებს რუსული ფული და რუსული ფულის გამო არ ვიტყვით უარს საქართველოს ევროპულ მომავალზე“, - განაცხადა მელიამ.