ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციებთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ექნება

პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის სანქციებთან დაკავშირებით ამერიკის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის ადმინისტრაციასთან კომუნიკაცია ექნება.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქართული მხარე ღიაა შეხვედრებისთვის, რაზეც მეორე მხრიდან არ მოჰყვება ხოლმე სათანადო ნაბიჯები.

„რა თქმა უნდა, კომუნიკაცია გვექნება. ალბათ, პირადად მეც მექნება კომუნიკაცია. რასთან დაკავშირებით ინფორმაციას გაგიზიარეთ. ჩვენ შეხვედრებისთვის და კომუნიკაციისთვის ღია ვართ. სამწუხაროდ, მეორე მხრიდან ამ ყველაფერს არ მოჰყვება ხოლმე სათანადო ნაბიჯები“,- განაცხადა კობახიძემ.

ამასთან, პრემიერმა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი ძალოვნების დასანქცირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს ის პოლიციელები არიან, რომლებმაც ქვეყანას რევოლუცია ორჯერ აარიდეს.

პრემიერი სამომავლოდ იმედოვნებს, რომ ჯანსაღ და სწორ დამოკიდებულებას სახელმწიფო ინსტიტუტების და ქართული სახელმწიფოს მიმართ.

„აქცენტს გავაკეთებ პოლიციელების სანქცირებაზე. ეს ის პოლიციელები არიან, რომლებმაც რევოლუცია აარიდეს ჩვენს ქვეყანას უკვე ორჯერ და მათ ასანქცირებენ. ასეთ დროს საზოგადოებას უჩნდება კითხვები , ხომ არ უნდა საქართველოში ვინმეს მესამედ რევოლუციის მოწყობა და დაასუსტოს პოლიცია, ამას ვერ ეღირსებიან, მაგრამ ეს განცდა ხომ ჩნდება? ეს დადებითად არ აისახება საზოგადოების მხრიდან კონკრეტული ინსტიტუტების მიმართ. ჩვენ სამომავლოდ ველით ჯანსაღ და სწორ დამოკიდებულებს სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და ზოგადად ქართული სახელმწიფოს მიმართ“, - განაცხადა პრემიერმა.

ამასთან, კობახიძემ ხაზი გაუსვა ქართულ-ამერიკულ ურთიერთობებში საქართველოში ამერიკის ახალი ელჩის რობინ დანიგანის დადებით როლზე.

„მინდა ხაზი გავუსვა მოქმედი ელჩის დადებით როლს, წინა ელჩთან განსხვავებით. იმედი გვაქვს, რომ პერსონალურად გარკვეულ წვლილს შეიტანს ქართულ-ამერიკული ურთიერთობის გაჯანსაღებაში. საუბარი მაქვს მოქმედი ელჩის პერსონალურ როლზე“,- აღნიშნა მთავრობის მეთაურმა.

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
4 და 5 ოქტომბერს წინანდლის მამული „Grand Jury Du Vin”-ის რიგით მეორე ღვინის სიმპოზიუმს უმასპინძლებს
„მაკდონალდს საქართველოს“ უახლესი ეკო სტანდარტებით აღჭურვილი ორი ახალი რესტორანი შეემატა
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა