Nexia Georgia - ლიდერი და სანდო პარტნიორი ბუღალტრულ აუთსორსინგში

Nexia Georgia საერთაშორისო აუდიტორული კომპანიის Nexia International-ის ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, 2014 წლიდან. საქმიანობის 10 წლის განმავლობაში, დიდი კორპორაციების, მცირე და საშუალო ბიზნესის ფინანსური ოპერაციების მართვის გამოცდილებით, კომპანია ადგილობრივ ბაზარზე ბუღალტრული აუთსორსინგის ლიდერად პოზიციონირდა და უწყვეტად ინარჩუნებს სანდო პარტნიორის სტატუსს, მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესებისთვის.

საერთაშორისო დონის სერვისით, პროფესიონალთა გუნდითა და ტექნოლოგიებზე ორიენტირებული გადაწყვეტილებებით, Nexia-ს ბუღალტრული მიმართულება წლიდან წლამდე ფართოვდება. ამ ეტაპზე, დეპარტამენტი 100-ზე მეტ პროფესიონალ ბუღალტერს და მსხვილი, საშუალო და მცირე ბიზნესის 300-ზე მეტ კლიენტ კომპანიას აერთიანებს. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, Nexia-ს ბუღალტრულმა მიმართულებამ 5,5 მილიონიანი შემოსავლით 23%-იანი ზრდა აჩვენა.

ბუღალტრულ სფეროში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების დანერგვისთვის Nexia Georgia როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით ბევრჯერ გამოარჩიეს და დააჯილდოვეს. Nexia დღემდე ერთადერთი აუდიტორული კომპანიაა საქართველოდან, რომელიც 2018 წელს, ლიდერმა საერთაშორისო საბუღალტრო გამოცემამ IAB-მ, ბუღალტერიაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა.

თანამედროვე ბიზნესისთვის, რომელიც ცდილობს შეამციროს საოპერაციო ხარჯები, გაზარდოს ეფექტურობა და ფოკუსირდეს ძირითად საქმიანობაზე, ბუღალტრული აუთსორს მომსახურება, ბოლო წლების განმავლობაში უფრო და უფრო ხდება სტრატეგიული ნაბიჯი და მნიშვნელოვანი ბიზნეს გადაწყვეტილება.

„ისეთი კონკურენციის პირობებში, როგორიც დღეს არის ადგილობრივ აუდიტორულ ბაზარზე, საკმაოდ რთულია, წლების განმავლობაში შეინარჩუნო ლიდერის პოზიცია. თუმცა, Nexia-ს უწყვეტობის და მუდმივობის მთავარი ბირთვი ტექნოლოგიებთან და ინოვაციებთან ერთად, არის პროფესიონალთა გუნდი და საერთაშორისო ცოდნა და ექსპერტიზა. ჩვენი ქსელი 800-მდე ოფისით არის წარმოდგენილი მსოფლიო მასშტაბით. ჩვენს მენეჯერებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ტრენინგებზე დასწრებისა და საერთაშორისო გამოცდილების დაგროვების შესაძლებლობაც აქვთ. ეს მჭიდრო კავშირები კიდევ უფრო გვეხმარება ადგილობრივ ბიზნესს შევთავაზოთ საერთაშორისო ცოდნაზე დამყარებული, მაღალი დონის სერვისი.

ჩვენს კომპანიაში ყველაზე დიდი რესურსი სწორედ გუნდის განვითარებაში იდება. ფინანსები ის სფეროა, სადაც მუდმივად საჭიროა ახალი ცოდნა და სიახლეების შესახებ დროული ინფორმირება, რასაც შიდა ტრენინგებით, სასწავლო პროგრამებით, ვორქშოპებით, კონფერენციებითა და სხვა მსგავსი ღონისძიებებით ვახორციელებთ. ეს გვეხმარება, ჩვენს კლიენტებს მივაწოდოთ საქართველოსა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი სერვისები“, - დავით ლომიძე, Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორი, ბუღალტერიის მიმართულების ხელმძღვანელი.

Nexia-ს ბუღალტრული მიმართულების მენეჯმენტის შეფასებით, თანამედროვე ბიზნეს სამყაროში, სადაც სიზუსტე, ეფექტურობა და უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია, ტექნოლოგიებსა და ინოვაციებზე ორიენტირებული მიდგომა მნიშვნელოვანი კომპონენტია ბუღალტრული აუთსორს კომპანიების წარმატებისთვის.

„ინოვაცია ჩვენი დეპარტამენტის სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილია და სერვისების ხარისხის გაუმჯობესებასა და ოპერატიულობაში გვეხმარება. ავტომატიზაციის ინსტრუმენტებსა და უახლეს პროგრამულ უზრუნველყოფაში ინვესტიციები არა მხოლოდ ამცირებს ადამიანური შეცდომის პოტენციალს, არამედ საშუალებას გვაძლევს, ეფექტურად ვმართოთ დიდი მოცულობის მონაცემები და ჩვენს კლიენტ კომპანიებს დავეხმაროთ, გადაწვეტილებები მიიღონ ციფრებზე დაყრდნობით, სწრაფად და ეფექტურად“, - განაცხადა Nexia Georgia-ს მმართველი პარტნიორი, ბუღალტერიის მიმართულების ხელმძღვანელმა დავით ლომიძემ.

კომპანიის ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის საგადასახადო დირექტორის თქმით, Nexia-ს ბუღალტრული სერვისის არჩევისას, კომპანიებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კომპონენტი არის სიმშვიდე და დაზღვევა საგადასახადო რისკებისგან.

“Nexia-ს ბუღალტრული მომსახურების პროცესში, მთავარი ბუღალტრის გარდა, ჩართულები არიან საგადასახადო და ბუღალტრული აღრიცხვის მიმართულების მენეჯერები, რაც კლიენტი კომპანიებისთვის დამატებითი დაზღვევაა, საგადასახადო დეკლარირების, საგადასახადო პოლიტიკისა და ბუღალტრული აღრიცხვისა და ფინანსური ანალიზის კუთხით. ჩვენი გამოცდილებით, ბუღალტრული მომსახურების პროცესში ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია საგადასახადო ექსპერტების ჩართულობა, რომლებიც კლიენტ კომპანიებს ეხმარებიან მაქსიმალურად დაზოგონ გადასახადები და თავიდან აირიდონ შეცდომები“, - აღნიშნა Nexia-ს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის საგადასახადო დირექტორმა დავით ორჯონიკიძემ.

აღსანიშნავია, რომ Nexia თანამშრომლების რაოდენობითაც უკვე წლებია, ბაზრის ერთ-ერთი ლიდერია და არაერთხელ დაჯილდოვდა, როგორც „საუკეთესო დამსაქმებელი“, მიღებული აქვს „წლის პასუხისმგებელი დამსაქმებლის“ ჯილდოც, როგორც სახელწმიფო, ისე კერძო სექტორისგან. ამ ეტაპზე, კომპანიაში 250 თანამშრომელი მუშაობს.

„როგორც Nexia-ს ბუღალტერიის დეპარტამენტის ხარისხისა და განვითარების დირექტორი, ვიტყოდი, რომ ჩვენი ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების გუნდში მუშაობის ყველაზე გამორჩეული ასპექტი არის წვდომა ფინანსური და ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საგადასახადო კანონმდებლობის უახლეს ინფორმაციაზე, რაც აუცილებელია ჩვენს სფეროში. ჩვენი ბუღალტრები სხვადასხვა სექტორში გამოცდილი მენეჯერებისგან შეუზღუდავი კონსულტაციებითა და მუდმივი მხარდაჭერით სარგებლობენ.

ჩვენი მეცნიერული მიდგომით პროფესიისადმი, უწყვეტ რეჟიმში შევიმუშაოთ სასწავლო თუ სატრენინგო პროგრამები, ასევე, დავამუშავოთ სფეროს მნიშვნელოვანი და აქტუალური თემები ვებინარებისა თუ საჯარო კონფერენციებისთვის, კომპანიაში ვამკვიდრებთ ცოდნისა და გამოცდილების გაზიარების ისეთ მძლავრ კულტურას, რომელიც ჩვენი გუნდის წევრების კარიერულ ზრდასა და მაღალ პოზიციებზე დაწინაურებაზე დადებითად აისახება“, - აცხადებს Nexia Georgia-ს ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების დეპარტამენტის განვითარებისა და ხარისხის დირექტორი ლიკა კოღუაშვილი.

(R)

იან კელი - აშშ-ს პრეზიდენტის მიღებაზე მიწვევას არ ვუუქმებთ მთავრობებს, რომლებსაც მეგობრად ვთვლით
ქართული პრესის მიმოხილვა 03.10.2024
კორნელი კაკაჩია - ანტიდასავლური და ანტიამერიკული რადიკალიზმით და საზოგადოების გამყოფი იაფფასიანი პოპულიზმით „ქართულმა ოცნებამ“ საკუთარი თავი, პრაქტიკულად, ჩიხში მოაქცია
საქართველოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერთა ასოციაციისა და კომპანია მონაცემთა დაცვის ოფიცრის დამფუძნებლებმა პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო კონგრესში მიიღეს მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - 26 ოქტომბრიდან ივანიშვილმა ისევ ბეწვის ხიდზე გააგრძელოს სიარული, ჩვენ, ქართველებმა კი მყარ ნიადაგზე ვიაროთ და ვატაროთ ეს ქვეყანა ევროპისკენ
„საბვეი“, „ვენდისი“ და „დანკინი“ თანამშრომლებისთვის სტუდენტურ გრანტებს გასცემენ
ჯპს 29 წლისაა - წლის განსაკუთრებული ფასდაკლებების ფესტივალი