მეგა ფასდაკლებები და მეგა პრიზები კარფურში - ბრენდი საქართველოში მოღვაწეობის მე-12 წელს აღნიშნავს

„კარფურის“ჰიპერმარკეტებისა და სუპერმარკეტების უდიდესი ქსელი, რომელსაც საქართველოში კომპანია „მაჯიდ ალ ფუტაიმი“ წარმოადგენს, ქართველ მომხმარებლებთან ურთიერთობის მე-12 წელს აღნიშნავს. ტრადიციულად, ყოველ იუბილეზე, ფრანგული ბრენდი მომხმარებლებს განსაკუთრებული სიურპრიზებით და ხელმისაწვდომი ფასებით ანებივრებს, რათა გამოხატოს მადლიერება კარფურის მიმართ არსებული ნდობისა და ერთგულებისათვის.

20 სექტემბრიდან, საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, კარფური ერთგულ მომხმარებლებს პროდუქციის ფართო ასორტიმენტზე 60%-მდე ფასდაკლებებს სთავაზობს. გარდა ფასდაკლებებისა, წელს მომხმარებლებს კარფურის გრანდიოზული გათამაშების ფარგლებში, განსაკუთრებული პრიზების მოგების შესაძლებლობაც ექნებათ.

გათამაშებაში მონაწილეობა ძალიან მარტივია - ამისთვის საჭიროა მომხმარებლებმა შეიძინონ სასურველი პროდუქცია და ყოველი 50 ლარის გადახდისას მიიღონ გათამაშების 1 ბილეთი, ხოლო კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაი ქლაბის“ გატარების შემთხვევაში კი მომხმარებლებს დამატებით 1 ბილეთი გადაეცემათ.

გამარჯვებულის გამოვლენა ორ ეტაპად გაიმართება. 5 და 19 ოქტომბერს, რუსთავი 2 - ის პირდაპირ ეთერში, ავტომობილ კია სტონიკის (KIA Stonic) 12 იღბლიანი მფლობელის ვინაობა გაჟღერდება.

ასევე, მომხმარებლებს, კარფურის საიუბილეო კამპანიის ფარგლებში, ონლაინ შოპინგის პლატფორმებზე - Glovo და Wolt, პროდუქციის ფართო არჩევანი, განსაკუთრებული ფასდაკლებებით დახვდებათ. კამპანიის ფარგლებში, 20 სექტემბრიდან - 20 ოქტომბრის ჩათვლით, მსურველები უფასო მიტანის სერვისით სარგებლობას შეძლებენ.

„კარფური“მომხმარებელზე ორიენტირებული ბრენდია, რომელიც უკვე 12 წელია, მათ განსაკუთრებულ და მარტივი შოპინგის გამოცდილებას სთავაზობს - ერთ სივრცეში არსებული ყველა საჭირო პროდუქტით, თვითმომსახურების სალაროებითა და ლოიალობის პროგრამა - „მაი ქლაბით“. ბრენდის მიზანია მაღალი ხარისხის პროდუქციის ფართო არჩევანი მომხმარებელს ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად მიაწოდოს და შექმნას დაუვიწყარი მომენტები ყველასთვის, ყოველდღე.

იმიტომ რომ კარფურის დაბადების დღეა!

(R)

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის