დავით ფაცაციამ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

აფხაზეთის საზოგადოებრივი საბჭოს და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მომსახურების სააგენტოს ერთობლივი ორგანიზებით სასტუმრო “ბილტმორში” ღონისძიება - „შეხვედრა მშვიდობისათვის“ გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, შეხვედრაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განახლებულ შემადგენლობასთან ერთად, სხვადასხვა სფეროში მოღვაწე აფხაზეთის საზოგადოების წარმომადგენლები და ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირები მონაწილეობდნენ.

„ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია აფხაზეთიდან დევნილ საზოგადოებასთან შეხვედრები, მათთან ერთად საქართველოს გაერთიანებისა და მშვიდობისათვის აუცილებელ საკითხებზე მსჯელობა. მინდა მადლობა ვუთხრა შეხვედრის ყველა მონაწილეს მათი მონდომებისა და მზაობისთვის.

ის რაც მოხდა 90-იან წლებში, იყო ჩვენი საერთო ტრაგედია, დღეს ჩვენი - ქართველებისა და აფხაზების მთავარი მისიაა, საერთო მტრებს არ მივცეთ საბოლოო გამარჯვების უფლება, რისთვისაც ერთობა არის უმთავრესი. იმისთვის, რომ ჩვენი და ჩვენი შვილების მომავალი იყოს ბედნიერი, ქართველებსა და აფხაზებს გვაქვს ვალდებულება - მშვიდობით, სიყვარულით და ერთმანეთის ნდობით შევქმნათ ახალი რეალობა და გავერთიანდეთ არა ძალით, არამედ იმ სიყვარულით, ერთობით და ნდობით, როგორითაც ცხოვრობდნენ ჩვენი წინაპრები.

არც ჟიული შარტავას, არც რაულ ეშბას, არც ჯუმბერ ბეთაშვილს, არც სუმბატ სააკიანს და მათ თანამებრძოლებს არავინ ავალდებულებდა საქართველოს ერთიანობის და თავისუფლების სადარაჯოზე დგომას, მაგრამ ისინი სამშობლოს სიყვარულით ბოლომდე იდგნენ და შეეწირნენ მის ერთიანობას.

სწორედ ასეთი თავგანწირვები გვჭირდება ყველაფერში. განსაკუთრებით ახლა, როცა ვძლიერდებით და ბევრი მტერი გვყავს, გაერთიანება გვჭირდება. ამ დიდგორის ბრძოლაში ჩვენ ყველანი ერთად, მტკიცედ უნდა დავდგეთ, რადგან საქართველო არასდროს დაჩაგრულა როდესაც ერთიანი იყო.

მამული, ენა, სარწმუნოება/ღმერთი, სამშობლო, ადამიანი- მინდა ყველას მოგიწოდოთ გავუფრთხილდეთ ამ სამებას და ურთიერთმიტევებით, სიყვარულით, ერთობით დავიბრუნოთ ერთმანეთი“, - აღნიშნავს დავით ფაცაცია.

სერგი კაპანაძე - „ქართული ოცნების“ მიმართ ევროპაში დამოკიდებულება აღარ შეიცვლება და ახლა ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ, გვინდა თუ არა ისეთი ხელისუფლება, რომელიც ქვეყანას იზოლაციისკენ მიაქანებს
ქართული პრესის მიმოხილვა 07.10.2024
კახა ოქრიაშვილი - მთავრობამ საერთოდ ხელი რომ არ გაანძრიოს, ჩვენი ეკონომიკური ზრდა 14-17%-მდე მაინც უნდა იყოს, რადგან ეს ემიგრანტების მიერ ჩამორიცხული ფულია - ისინი კი ახერხებენ, რომ ზრდა თითქმის ორჯერ ნაკლებია
„ვენდისის“ ქართული რესტორნის მენეჯერი „ვენდისის“ საერთაშორისო კონვენციაზე მსოფლიოს 5 საუკეთესო მენეჯერთა შორის აღიარეს
დაბა აგარაში მუნიციპალიტეტის მოსახლეობისათვის კონცერტი გაიმართა
ყოველწლიური საქველმოქმედო გარბენი დაჭრილ მებრძოლთა მხარდასაჭერად
განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია
ავტოინდუსტრიის წამყვანი კომპანიების წარმომადგენლები „სოკარის“ ნავთობბაზას სტუმრობდნენ
კომპანია „ახალი ნათება“ 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
SBC Summit-ის გლობალური შესაძლებლობა ქართული ბიზნესისთვის
საქართველოს სატრანზიტო პოტენციალი - განვითარების და ზრდის პერსპექტივები - „ჯიპიაი ჰოლდინგის“ მასშტაბური კონფერენცია გადამზიდავი კომპანიებისთვის
United Payment-მა რეგიონში პირველი ფინტექ გზავნილები დანერგა
როგორ მიიღოთ მწვანე ბარათი და იცხოვროთ ამერიკაში – შესაძლებლობა, რომელიც არ უნდა გამოტოვოთ