პაატა შეშელიძე -  ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების დაცემა არასამართლიანია, მაგრამ ეს  პროცესი ქვეყანაში უარყოფით მოლოდინებს უკავშირდება, მიუხედავად ამისა, ქართულ ბანკებს რეალური საფრთხე არ ემუქრებათ

ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების 16% -ით დაცემისა და 2 მილიარდიანი ზარალის მიზეზებზე, ასევე იმაზე, რა გავლენას იქონიებს მომხდარი ლარის კურსზე, ინტერპრესნიუსი ახალი ეკონომიკური სკოლის პრეზიდენტს, პაატა შეშელიძეს ესაუბრა.

- ბატონო პაატა, ვრცელდება ინფორმაცია, რომ ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების 16% -ით დაცემის შესახებ. იმავე ინფორმაციით ზარალმა 2 მილიარდი ლარი შეადგინა. თქვენ როგორ შეაფასებდით მომხდარს და ეს რას შეიძლება უკავშირდებოდეს?

- ფინანსური თვალსაზრისით ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების დაცემა არასამართლიანია. მიუხედავად ამისა, ქართულ ბანკებს რეალური საფრთხე არ ემუქრებათ. საქმე ისაა, რომ აქციების ზრდა და ვარდნა უარყოფით მოლოდინებსა და დამოკიდებულებას უკავშირდება. უარყოფითი მოლოდინების მიზეზი კი ისაა, რომ საქართველომ არასწორი პოლიტიკური არჩევანი აქვს გაკეთებული და ამ მიმართულებით გარკვეულ ცუდ ნაბიჯებს დგამს. ამას ხელს უწყობენ ისინიც ვინ ამას მიმხვდარია და ისინიც ვინც ახლაც ვერ ხვდება რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით მიდის.

მთავრობის არასწორი პოლიტიკური არჩევანი და გადადგმული ცუდი პოლიტიკური ნაბიჯები ნიშნავს იმას, რომ საქართველომ აირჩია რუსეთის, ირანის, ჩინეთისა და პალესტინის მხარე. ცხადია ასეთ ვითარებაში ინვესტორებს კარგი მოლოდინები არ აქვთ.

მთავრობის არასწორი პოლიტიკური არჩევანი და გადადგმული ცუდი პოლიტიკური ნაბიჯები ნიშნავს იმას, რომ საქართველომ აირჩია რუსეთის, ირანის, ჩინეთისა და პალესტინის მხარე. ცხადია ასეთ ვითარებაში ინვესტორებს კარგი მოლოდინები არ აქვთ

თან ამას ემატება ხელისუფლების განცხადებები იმაზე, რომ მთავრობას უნდა ააშენოს არა თავისუფალი, არამედ ეკონომიკის განვითარებისა და მართვის ცენტრალიზებული სისტემა, იმის მსგავსი ჩინეთს, ან ჩრდილოთ კორეას რომ აქვთ. ჩინური და ჩრდილოეთ კორეული მოდელი კი ნიშნავს იმას, რომ კლანებს აქვთ უპირატესობა ეკონომიკაში. არა რიგით ადამიანებს, არამედ კლანებს და კლანთან კავშირში მყოფ ადამიანებს. ამას ყველას ხედავს და ესმის. ამიტომაცაა გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს.

ჩინური და ჩრდილოეთ კორეული მოდელი კი ნიშნავს იმას, რომ კლანებს აქვთ უპირატესობა ეკონომიკაში. არა რიგით ადამიანებს, არამედ კლანებს და კლანთან კავშირში მყოფ ადამიანებს. ამას ყველას ხედავს და ესმის. ამიტომაცაა გვაქვს ის შედეგი, რაც გვაქვს

მომხდარი, შესაძლოა, იყოს ფინანსური სპეკულაციური შეტევა. ასეთ რამ ხდება ხოლმე, მაგრამ, ეს ხდება იქ, სადაც სუსტი წერტილები არსებობს. სუსტ წერტილებს სხვაზე ადრე გრძნობენ და ხედავენ სპეკულანტები.

- სწორად გავიგე, ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების 16%-ით ვარდნა გამოწვეულია ხელისუფლების მიერ გადადგმული პოლიტიკური ნაბიჯების გამო?

- ეს, შესაძლოა იყოს პირველი მიზეზი. არის სხვა მიზეზებიც, ჩვენი ბანკები და ფინანსური ინსტიტუტები საკმაოდ მოდერნიზებული და თანამედროვე არიან. მათ შეუძლიათ ბევრ ბრიტანულ ბანკს გაუწიონ კონკურენცია. ამიტომ, არ ვფიქრობ, რომ ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების ვარდნა მათი გაუმართავი საქმიანობის შედეგი იყოს. მთავარია ის პოლიტიკური მდგენელი, რაზეც უკვე ვისაუბრე. სამწუხაროა ის, რომ ბანკები იმ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, რასაც ხელისუფლება იღებს, ხმას არ იღებენ, მიყვებიან ამ დინებას და მონაწილეობენ ამ ნეგატიური დინების შექმნაში. არ ვიცი, რატომ ჰგონიათ მათ, რომ ამგვარი ქცევა მათი მხრიდან რაციონალურია და შერჩებათ.

ბოლოს და ბოლოს ბანკებმა უნდა თქვან, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. ეს არც ბანკებს აწყობს და არც ქვეყანას. ისინი მთავრობას კი არ ელაქუცებოდნენ, არამედ, უთხრან რასაც ფიქრობენ. ხომ ცხადია, რომ მთავრობა დიქტატურის დამყარებას ცდილობს

როგორც ჩანს, პიროვნულად ისინი ისე არიან შეზღუდულები, რომ ხმას ვერ იღებენ, რაც სინამდვილეში სამარცხვინოა. ნებისმიერ ადამიანს უნდა ჰქონდეს მეტი გაბედულება ხმა ამოიღოს, როცა ხედავს რომ ხელისუფლება არასწორ გადაწყვეტილებას იღებს.

- ანუ, ამ პროცესში მონაწილეობას ქართული ბანკები იღებენ? ამ პროცესისგან ხომ შეიძლება თავად დაზარალდნენ?

- ბანკები ამ ნეგატიურ პროცესს იმით უწყობენ ხელს რომ ჩუმად არიან და ხმას არ იღებენ.

- რა შეიძლება ამ შემთხვევაში ბანკებმა გააკეთონ?

- ბოლოს და ბოლოს ბანკებმა უნდა თქვან, რომ ასეთ ვითარებაში ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკური განვითარება შეუძლებელია. ეს არც ბანკებს აწყობს და არც ქვეყანას. ისინი მთავრობას კი არ ელაქუცებოდნენ, არამედ, უთხრან რასაც ფიქრობენ. ხომ

ცხადია, რომ მთავრობა დიქტატურის დამყარებას ცდილობს. ხელისუფლების ავტორიტარული გამოვლინებების მიმართ ბანკების წარმომადგენლები პირველი უნდა იღებდნენ ხმას და ამ პროცესს შორიდან არ უნდა უყურებდნენ. ჩემი აზრით, ისინიც და სხვებიც განსაკუთრებულად სამარცხვინოდ იქცევიან.

ბანკებს საქართველოში აქვთ პრივილეგირებული მდგომარეობა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოში არ შემოდის სერიოზული უცხოური ბანკი. ჩვენს ბანკებს აქვთ თავიანთი ნიშა და აწყობთ ის ვითარება, რომელშიც არიან და ჰგონიათ, რომ ასე შეიძლება გაგრძელდეს. ბანკები კონკურენციის თავის არიდების გამო თანამშრომლობენ მთავრობასთან

მხედველობაში მყავს მსხვილი ბიზნესი, ერთი-ორის გამონაკლისის გარდა, პრაქტიკულად კოლაბორაციაში ხელისუფლებასთან. ბიზნესმენების ნებისმიერი თავყრილობა ემსახურება ხელისუფლების მიერ განსაზღვრული პოლიტიკური პროცესების მხარდაჭერას და პროცესების ნეგატიურად განვითარების განმტკიცებას. ისინი მონურად ემორჩილებიან ამ საშინელ ეკონომიკურ და პოლიტიკურ პროცესს.

- მათი ამგვარი ქცევის მიზეზი რა შეიძლება იყოს? ის ხომ არა, რომ ისინი მონოპოლიურ მდგომარეობაში არიან და ცდილობენ ამ მონოპოლიური მდგომარეობის შენარჩუნებას?

- ბანკებს საქართველოში აქვთ პრივირილეგებული მდგომარეობა. ამის მიზეზი კი ისაა, რომ საქართველოში არ შემოდის სერიოზული უცხოური ბანკი. ჩვენს ბანკებს აქვთ თავიანთი ნიშა და აწყობთ ის ვითარება, რომელშიც არიან და ჰგონიათ, რომ ასე შეიძლება გაგრძელდეს. ბანკები კონკურენციის თავის არიდების გამო თანამშრომლობენ მთავრობასთან.

ლარი იმიტომ არ უფასურდება, რომ ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა აირჩია განსხვავებული მიდგომა. შედარებით მყარი კურსის მომხრეები არიან, რეზერვებსაც ხარჯავენ იმისთვის რომ ლარის კურსი შეინარჩუნონ. ამიტომ არჩევნებამდე ლარის კურსის სერიოზულ ვარდნას არ ველოდები

ეს ჩვეულებრივი ამბავია, ყველგან შეიძლება მოხდეს, მაგრამ, ეს სამარცხვინოა, როცა ამას ქვეყნის მომავალი ეწირება. მხედველობაში მაქვს ის, რომ ხელისუფლება არასწორი ნაპირისკენ სვლის პოლიტიკას ატარებს. ასე რომ ამ პროცესში რომ ბანკები, თან აბსოლუტურად ყველა თანამონაწილეობს, ფაქტია.

- ლონდონის ბირჟაზე ქართული აქციების ვარდნა ლარის კურსზე როგორ იმოქმედებს?

- ჯერჯერობით, ამ მომენტისთვის არანაირად არ მოქმედებს. ამის მიზეზი კი ისაა, რომ სანამ უკრაინაში ომია საქართველო ბევრს სჭირდება. მიუხედავად ჩვენი მთავრობის არასწორი ნაბიჯებისა, საქართველოს ტერიტორია ბევრს სჭირდება და ეკონომიკური აქტივობა არის.

გარდა ამისა, ამ წუთის მდგომარეობით, არჩევნებია კარს მომდგარი და ხელისუფლება ვერ ბედავს ისეთი ნაბიჯის გადადგმას, რაც არჩევნებზე მას ავნებს, მაგრამ, თუ მიეცა საშუალება, აუცილებლად გააკეთებს შემდგომში.

გარდა ამისა, ლარი იმიტომ არ უფასურდება, რომ ბოლო პერიოდში ეროვნულმა ბანკმა აირჩია განსხვავებული მიდგომა. შედარებით მყარი კურსის მომხრეები არიან, რეზერვებსაც ხარჯავენ იმისთვის რომ ლარის კურსი შეინარჩუნონ. ამიტომ არჩევნებამდე ლარის კურსის სერიოზულ ვარდნას არ ველოდები.

განათლებული დიქტატურები ეკონომიკური ჯგუფებს კარს უხსნიან და ცდილობენ ეკონომიკის ხელში დაჭერას. ჩინური და ჩრდილოეთ კორეული მოდელი ეგაა

ბევრი რამაა დამოკიდებული იმაზე არჩევნებს ვინ მოიგებს. თუ ოპოზიციამ მოიგო, აქაც გაუგებარია ისინი რას გააკეთებენ. ამ საკითხებში ბევრი ჭკუადამჯდარი ოპოზიციასაც არ ჰყავს. იმის მოლოდინები, რომ ამ მიმართულების რაღაცები სერიოზულად გამოსწორდება, მე არა მაქვს. მთავარია, ის პროცესი რაც დაწყებულია ასე არ გაგრძელდეს.

- თუ არჩევნებშიქართულმა ოცნებამგაიმარჯვა, ლართან მიმართებაში რას გააკეთებს?

- ლართან მიმართებაში გააგრძელებენ იმის კეთებას რასაც აკეთებენ, რადგან ეს მათთვის ხელსაყრელია. მაღალი ეკონომიკური ზრდა არის, მაგრამ, ადამიანები ნაკლებს ხარჯავენ და და ფულს იყენებენ საქმის წამოსაწყებად. ამიტომ, ხელისუფლება ლარის კურსთან მიმართებაში არც არაფერს არ გააკეთებს, კურსს შეინარჩუნებენ.

ძნელი სათქმელია ლონდონის ბირჟაზე კვლავ იქნება თუ არა ქართული აქციების ვარდნა. შესაძლოა, ეს იყო მოკლევადიანი სპეკულაციური დარტყმა, შეიძლება გაგრძელდეს, შესაძლოა არც გაგრძელდეს. ლონდონის ბირჟა ჩვენთვის სუსტი წერტილია და ვისაც შეუძლია ის ითამაშებს

ლარის კურსის მანიპულაცია დიქტატურებს იშვიათად აწყობთ. საუბარია განათლებულ დიქტატურებზე. ადრე აფრიკის რიგ ქვეყნებში ამას აკეთებენ, მაგრამ ახლა იქაც არ აკეთებენ.

ზიმბაბვეში ოქროს სტანდარტი შემოიღეს, ანუ, იქაც კი ჭკუა ისწავლეს. განათლებული დიქტატურები ეკონომიკური ჯგუფებს კარს უხსნიან და ცდილობენ ეკონომიკის ხელში დაჭერას. ჩინური და ჩრდილოეთ კორეული მოდელი ეგაა.

- ლონდონის ბირჟაზე კიდევაა მოსალოდნელი ქართული აქციების ვარდნა?

- ძნელი სათქმელია ლონდონის ბირჟაზე კვლავ იქნება თუ არა ქართული აქციების ვარდნა. შესაძლოა, ეს იყო მოკლევადიანი სპეკულაციური დარტყმა, შეიძლება გაგრძელდეს, შესაძლოა არც გაგრძელდეს. ლონდონის ბირჟა ჩვენთვის სუსტი წერტილია და ვისაც შეუძლია ის ითამაშებს.

საქართველოზე ნეგატიურ ინფორმაციას მიაწოდებს აქციების მფლობელებს. ვინ ახორციელებს ჩვენს სუსტ წერტილში დარტყმას, ამდენი ინფორმაცია მე არ მაქვს, მაგრამ ფინანსური სპეკულანტები არიან ამით დაკავებული.

არაა გამორიცხული ამას თავად ბანკები აკეთებდნენ, ან ისინი, ვინც ამაში ჩვენს პოლიტიკურ სისუსტეს ხედავს. ხედავს, რომ ხელისუფლებისადმი ნდობა არ არის. აქციების ფლობა ნიშნავს იმას, რომ მე დღეს თქვენ ფული მოგეცით, მაგრამ ეს ფული ხვალ უნდა დაგიბრუნოთ. ინვესტორი თუ ხვდება, რომ ქვეყანაში შესაძლოა არეულობა მოხდეს, იწყებს აქციების პანიკურად გაყიდვას რომ საერთოდ არ წააგოს და ფული ცოტა მაინც დაიბრუნოს.

ვიღაც ამ თემას ამუშავეს და აქციების მფლობელებს ეუბნება - თუ აქციები ახლა არ გაყიდა, შესაძლოა, შემდეგ ეს ფული ვეღარ მიიღოს, რადგან იქ რაღაც იცვლება. როგორც ვთქვი, სპეკულანტები სუსტ წერტილებს ეძებენ. არაა გამორიცხული ისიც, რომ ვიღაცა დაარწმუნეს რომ აქციები გაყიდოს, მაგრამ ხვალ ისევ აყიდვინონ. მაგრამ, თუ ლონდონის ბირჟა სუსტი წერტი არა, სპეკულანტები აქციებით მანიპულაციის ოპერაციებს ვერ განახორციელებენ.

ინტერპრესნიუსი

კობა ბენდელიანი

გაერთიანებული სამეფოს ელჩი გარეტ უორდი - „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ შესახებ კანონი არის არაპროპორციული, ახშობს სიტყვის თავისუფლებას და ახდენს მათ სტიგმატიზაციას, ვინც საზოგადოებისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.10.2024
„ბიბლუსში“ გიორგი კეკელიძის წიგნის „დედა და ილია“ საჯარო წარდგენა გაიმართება
Samsung-ის ფესტივალი დაიწყო - განაახლე ტექნიკა საუკეთესო შეთავაზებით
თიბისის გადახდების მართვის ციფრული სივრცე შენი ბიზნესისთვის, რომელიც დროს და რესურსებს დაგიზოგავს
„სილქ დეველოპმენტი“ ბათუმის შუაგულში ახალ პროექტს აანონსებს
„ბანკი ქართუს“ მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი - ბოლნისში თანამედროვე სტანდარტების საავადმყოფო გაიხსნა
კოლიერსის გუნდის შეფასება და ლოპოტა სპა რეზორტის  ახალი ეტაპი