ანონსი  3 ოქტომბერი

3 ოქტომბერს, 10:30 საათზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ შტაბის ოფისში, მედიასთან კითხვა-პასუხის ფორმატში მიმდინარე თემებს „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ კამპანიის პრესსპიკერი ლევან სანიკიძე უპასუხებს.

მის: სააკაძის დაღმართი მეორე გასასვლელი #4, სართული 4

საკონტაქტო: ანუკა გაბელია - 551 633 644

3 ოქტომბერს, 11:00 საათზე, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი გიორგი ვაშაძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „1-მილიარდიანი ფონდი ემიგრანტების დასაბრუნებლად“.

მის: სააკაძის დაღმართი მე-2 გასასვლელი #4, სართული 4

საკონტაქტო: ირაკლი გაბისონია - 555 602 634

3 ოქტომბერს, 11:30 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის, ჯემალ გამახარიას პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა: „ოკუპირებულ აფხაზეთში ერთ-ერთი სადავო ე.წ. კანონის მიღება და აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება.

ლავროვის განცხადება“.

მის: კოსტავას ქუჩა 47/57

საკონტაქტო: 593 534 524

3 ოქტომბერს 12:00 საათზე, ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრი ანა კობახიძე ბრიფინგს გამართავს.

თემა: „საჯარო მოხელეებზე ზეწოლის ფაქტები“

მის: აღმაშენებლის ხეივანი #138 (ცესკო)

საკონტაქტო: ანა კობახიძე - 599 033 735

3 ოქტომბერს, 12:00 საათზე, პარლამენტში განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N239

(C კორპუსი, II სართული)

3 ოქტომბერს, 16:00 საათზე, პარტია "გახარია საქართველოსთვის" თავმჯდომარის მოადგილე ნათია მეზვრიშვილი პარტიის ოფისში ბრიფინგს გამართავს.

თემა: "პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლებულ დირექტორს შორენა შამათავას, რომელიც ახლა სკოლაში მასწავლებლად მუშაობს, "ოცნება" დღეს თავს დაესხა და სტაციონარშია გადაყვანილი".

მის: ბელიაშვილის 68

3 ოქტომბერს, 16:00 საათზე, სიონში, დეველოპერული კომპანია „არქი“ საზოგადოებას ელიტარულ კომპლექს Le Meridien Sioni lake resort & spa by Archi-ს წარუდგენს. ღონისძიებას დაესწრებიან „არქის“ პარტნიორები, Marriot International-ის, სამთავრობო და ბიზნეს სექტორის წარმომადგენლები.

მის.: მცხეთა-მთიანეთის მხარე, თიანეთის მუნიციპალიტეტი, დაბა სიონი, სიონის ტბის მიმდებარედ.

საკონტაქტო: თეა გოროზია - 555 22 10 18

3 ოქტომბერს, 20:00 საათზე, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერთა კლუბი გაიხსნება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები.

მის: შოთა რუსთაველის გამზ. 28

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს