კახა კალაძე - ბინძური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია, კიდევ უფრო გაფართოვდება და ბევრ უსამართლო განცხადებას მოვისმენთ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, მმართველი პოლიტიკური გუნდი ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს და მშვიდობა შენარჩუნდეს. ასე უპასუხა კალაძემ ჟურნალისტების კითხვას, თუ რა გავლენას ახდენს საარჩევნო პროცესზე პარტნიორი ქვეყნების შეფასებები.

კალაძის თქმით, არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, უსამართლო განცხადებები მოიმატებს.

„დღეს ამ ტიპის განცხადებებს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან რაც უფრო მოახლოვდება არჩევნების თარიღი, ძალიან ბინძურ განცხადებებს მოვისმენთ. ბინძური კამპანია, რომელიც უკვე დაწყებულია თვეებია, წლებია, გაგრძელდება, კიდევ უფრო გაფართოვდება და ძალიან ბევრ უსამართლო განცხადებას მოვისმენთ. მაგალითად, იგივეს, რაც ხდებოდა კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მიღებასთან დაკავშირებით - არასამართლიანი გადაწყვეტილება მიიღეს, დაჩაგრეს ქვეყანა, მაგრამ რამდენიმე თვის შემდეგ საქართველომ მიიღო სტატუსი. ყველანაირი პარამეტრით, სტატისტიკით, საქართველო გაცილებით წინ არის იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებმაც ჩვენზე ადრე მიიღეს კანდიდატის სტატუსი, საუბარია მოლაპარაკებების გახსნაზე. ხალხიც გრძნობს ამ ყველაფერს. ქვეყანაში გვაქვს მშვიდობა, სიმშვიდე, არის პოლიტიკური პარტიებისა და მედიაპლურალიზმი, რასაც მივესალმებით. ყოველთვის ხელს შევუწყობთ, რომ ქვეყანაში შევინარჩუნოთ მშვიდობა, პირველ რიგში, დავიცვათ თქვენი, ჩემი, ჩვენი მოქალაქეების ინტერესები და მოვახდინოთ ქვეყნის გაძლიერება“, - განაცხადა კალაძემ.

ამასთან, კითხვაზე, გახდება თუ არა ოპოზიციური პარტიების გამარჯვება ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის წინაპირობა, დედაქალაქის მერი აღნიშნავს, რომ ოპოზიციურ პარტიებს ექნებათ მცდელობა, როგორმე საარჩევნო ბარიერი გადალახონ.

„ოპოზიციის გამარჯვება არის 0-ის ტოლი. ამას გეუბნებით სრული პასუხისმგებლობით. ერთადერთი პოლიტიკური ძალა, რომელსაც შეუძლია ხელისუფლებაში კონსტიტუციური უმრავლესობით მოვიდეს, „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოა“. სხვა პოლიტიკური პარტიები იბრძოლებენ იმისთვის, რომ როგორმე მიუახლოვდნენ საარჩევნო ბარიერს“, - აღნიშნა თბილისის მერმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის