„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დელეგატი ზაალ დუგლაძე წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს სურამში აგრძელებს

"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" ხაშურისა და ქარელის დელეგატი ზაალ დუგლაძე, სურამში გვერდისუბნის, ბაიანთხევისა და სპორტის ქუჩების მოსახლეობას შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „ქართული ოცნება“ ავრცელებს.

პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მოქალაქეებმა დეტალური ინფორმაცია მიიღეს დაბა სურამში დაგეგმილი ორი პროექტის - სურამის კულტურის სახლის სრული რეაბილიტაციისა და სურამში, ყოფილი კინოთეატრის შენობაში მულტიფუნქციური ცენტრის მოწყობის შესახებ, რომელიც მერის წარმომადგენლის ოფისს, ბიბლიოთეკას და სამუსიკო სკოლას გააერთიანებს.

დელეგატის თქმით, „სურამში უკვე არის დასრულებული პროექტები, ასევე, ახლაც მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია, სკვერებისა და სპორტული მოედნების მოწყობა“.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის