ალექსანდრე წულაძე - ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შეგიწყოთ მასწავლებლებს თვითგანვითარებასა და პროფესიულ წინსვლაში, შევქმნათ ისეთი სამუშაო პირობები, როგორსაც იმსახურებთ

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე პედაგოგებს მასწავლებლის საერთაშორისო დღეს ულოცავს.

აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრი პედაგოგებს თავდადებისთვის მადლობას უხდის.

„5 ოქტომბერი მასწავლებლის საერთაშორისო დღეა. მინდა, ეს ღირსშესანიშნავი თარიღი ყველა პედაგოგს მივულოცო, რომელიც თავისი ყოველდღიური საქმიანობით, დაუღალავი შრომით ჩვენი ქვეყნის უკეთესი მომავლის შენებას ემსახურება. ძვირფასო მასწავლებლებო, თქვენ ხართ ჩვენი დროის რეალური გმირები და მსურს, მადლობა გადაგიხადოთ თავდადებისა და თქვენი პროფესიისადმი ერთგულებისათვის.

ჩვენი მთავარი ამოცანაა, ხელი შეგიწყოთ მასწავლებლებს თვითგანვითარებასა და პროფესიულ წინსვლაში. შესაბამისად, შევქმნათ ისეთი სამუშაო პირობები, როგორსაც იმსახურებთ. კიდევ ერთხელ, ყველას გილოცავთ დღევანდელ დღეს, მთელი გულით წარმატებებსა და კეთილდღეობას გისურვებთ!“ - განაცხადა წულაძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
„ისევ ერთად, ახალ გამზირზე“ - Ave.New რეფერალურ პროგრამას იწყებს
არქი გრანდ ავენიუს განვითარების ახალი ეტაპის პრეზენტაცია გაიმართა