გია ჭყონია - მშვიდობით და ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ ავაშენებთ უკეთეს სოფელს, ქალაქსა და ქვეყანას

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ქობულეთის დელეგატი გია ჭყონია, ქობულეთში სოფლების: კონდითისა და ხუცუბნის მოსახლეობას შეხვდა. ინფორმაციას „ქართული ოცნების“ პრესსამსახური ავრცელებს.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრებზე დელეგატმა 26 ოქტომბრის არჩევნების მნიშვნელობაზე ისაუბრა; მოისმინა მოსახლეობისთვის მნიშვნელოვან საკითხები, ასევე დაიგეგმა სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტები.

„მოსახლეობის აზრი მნიშვნელოვანია ჩვენთვის და აუცილებლად ვითვალისწინებთ შემდგომ საქმიანობაში. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს ჩართულობისთვის და მხარდაჭერისთვის. მშვიდობით და ერთიანი ძალისხმევით, ჩვენ ავაშენებთ უკეთეს სოფელს, ქალაქსა და ქვეყანას. ვაგრძელებთ შეხვედრებს და მუშაობას ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ“, - განაცხადა გია ჭყონიამ.

ანა ნაჭყებია - საქართველოს საპენსიო ფონდის აქტივებმა 10 მლრდ ლარს გადააჭარბა
ავთანდილ წულაძე - გეოპოლიტიკური ვითარება მსოფლიოში სწრაფად იცვლება და საქართველო ვერ დარჩება ამ ცვლილებების მიღმა, სწორედ ამიტომ, პოლიტიკური აპათიისა და „ძველი დროების“ ნოსტალგიის პერიოდი ხანმოკლე იქნება
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
„ლექსუს თბილისმა“ პრესტიჟული ჯილდო „KIWAMI“ მეხუთედ მოიპოვა
„ბიბლუსი“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასთან ერთად 14-15 სექტემბერს სიურპრიზებს გიმზადებთ
ლეგენდარული კორეული ბრენდი Beauty of Joseon ექსკლუზიურად PSP-შია
თბილისში მე-7 საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია - ვორქშოფი „Infertility 35+“ გაიმართება — საერთაშორისო ექსპერტები, ქართველი სპეციალისტები და რეპროდუქციული მედიცინის უახლესი მიღწევები ერთ სივრცეში