პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ სამმა წევრმა: აკია ბარბაქაძემ, დავით ქაცარავამ და კახა გოგიძემ დატოვა

პოლიტიკური პარტია „ჩვენ“ სამმა წევრმა: აკია ბარბაქაძემ, დავით ქაცარავამ და კახა გოგიძემ დატოვა. აღნიშნულის შესახებ განცხადება პოლიტიკური პარტიის უკვე ყოფილმა წევრმა, დავით ქაცარავამ გააკეთა.

როგორც მან აღნიშნა, პარტიის დატოვების მიზეზი არის ის, რომ მიზნისკენ სწრაფვის ფორმები გაერთიანებაში არსებულ წევრებს შორის ერთმანეთს არ დაემთხვა.

„მოგახსენებთ, 2 თვის წინ ოპოზიციური პარტია “თავისუფალი არჩევანი-ახალი ალტერნატივა” , ანტიოკუპაციური მოძრაობა “ძალა ერთობაშია”, საზოგადოებრივი მოძრაობა “რეგიონები საქართველოსთვის”და საზოგადოებრივ მოძრაობა “რუსთაველის გზას” შორის შედგა გაერთიანება, რათა არსებული კოლაბორაციონისტული მთავრობის წინააღმდეგ მიმდინარე წინასაარჩევნო კამპანიაში შეგვეტანა ჩვენი წვლილი და საზოგადოების გადაუწყვეტელი ნაწილისთვის შეგვეთავაზებინა ალტერნატივა, რომელიც საერთო ბრძოლაში მოახერხებდა ახალი ამომრჩევლის მოყვანას არჩევნებზე.

ჩვენ გავერთიანდით და საარჩევნო კამპანიაში წარვდექით პოლიტიკური პარტიით „ჩვენ”, #23.

გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, წინასაარჩევნო მარათონის ფორმა და მასში ჩვენი პატარა გაერთიანების ჩართულობაზე სტრატეგიული ხედვები და რაც მთავარია სასურველი მიზნისკენ სწრაფვის ფორმები ვერ და არ დაემთხვა ერთმანეთს, ჩვენ, სამმა პერსონალურად გადავწყვიტეთ დაგვეტოვებინა პოლიტიკური გაერთიანება „ჩვენ“ და გაგვეგრძელებინა ბრძოლა ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ პარტიის გარეთ.

ბევრნი ვართ, უმრავლესობა ვართ, ვინც ვებრძვით „ქოცურ“ რეჟიმს! მოქალაქეები, ვისაც გვინდა ქვეყნის სწორი განვითარება და დემოკრატიის და დასავლური ღირებულებების გამარჯვება ამ ქვეყანაში - ყველას ვუსურვებ ამ არჩევნებში გამარჯვებას. ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ამ ხელისუფლებას!“-აცხადებს დავით ქაცარავა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის