განათლების მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია

7 ოქტომბერს საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე თბილისის 211-ე და 215-ე საჯარო სკოლებს ეწვია.

მინისტრმა დაათვალიერა სკოლებში განხორციელებული სარეაბილიტაციო სამუშაოები და დაესწრო სასწავლო პროცესს.

სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების ფაგლებში სკოლების სარეაბილიტაციო სამუშაოები შპს „საბა კონსტრაქშენმა“ შეასრულა.

მინისტრთან ერთად 215-ე სკოლა მოინახულეს ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ - გიორგი ტყემალაძემ; თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ - ზურაბ აბაშიძემ; საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ - გელა გელაძემ; სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა - ირაკლი კუპრავამ და შპს საბა კონსტრაქშენის დირექტორმა - ლევან თარგამაძემ. 211-ე სკოლაში სტუმრებს შემოურთდნენ საქართველოს პარლამენტის წევრები - ბექა ოდიშარია და დავით კაჭარავა.

(R)

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში