თავდაცვის მინისტრმა მე-4 ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებს იუბილე მიულოცა

საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობის მე-4 ქვეითი ბრიგადა 20 წლისაა.

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა პირად შემადგენლობას ბრიგადის დაარსების დღე მიულოცეს.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, მათ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე არსებული გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი მიაგეს.

„სიტყვით გამოსვლისას, თავდაცვის მინისტრმა მე-4 ქვეითი ბრიგადის მნიშვნელოვან როლზე გაამახვილა ყურადღება. მან სამხედროებს ბრიგადის შესაძლებლობების გაძლიერებისა და სოციალური უზრუნველყოფის გაუმჯობესების კუთხით მხარდაჭერა აღუთქვა. ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, უწყება თავდაცვის ძალების მზადყოფნის, თანამედროვე შესაძლებლობებით უზრუნველყოფის, სამხედროების დაფასებისა და თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების მიმართულებით არაერთი ინიციატივის განხორციელებას გეგმავს.

საზეიმო ღონისძიებაზე მე-4 ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს და ქართულ ჯარს შეუერთდნენ.

ღონისძიების ფარგლებში, უწყების ხელმძღვანელმა პირებმა, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, სამხედრო მოსამსახურეები საშტატო იარაღითა და უწყებრივი მედლებით - „სამშობლოსათვის თავდადებული“, „გენერალი კვინიტაძე", „გიორგი ანწუხელიძე" და „უმწიკვლო სამსახურისთვის“ დააჯილდოვეს.

თავდაცვის სამინისტროს ხელმძღვანელები დაესწრნენ წმინდა გიორგის სახელობის ტაძრის კურთხევას და მათ, სამხედროებთან ერთად, ტაძრის ეზოში ზეთისხილის ხეები დარგეს.

საიუბილეო ღონისძიებაზე მე-4 ქვეით ბრიგადაში სამხედროების ოჯახის წევრებსა და ვაზიანის საჯარო სკოლების მოსწავლეებსაც უმასპინძლეს. მოწვეულმა სტუმრებმა სამხედრო ნაწილის სამწყობრო მოედანზე გამოფენილი ბრიგადის ტექნიკა და აღჭურვილობა დაათვალიერეს.“-ნათქვამია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის