ირაკლი ქადაგიშვილი - ლაზერის გამოყენება გამოხატვის უფლებაა - ლაზერს ტრიბუნაზე ირაკლი კობახიძესაც ანათებდნენ - აქცია ოპოზიციის ფიასკო იყო

ლაზერის გამოყენება გამოხატვის უფლებაა - გამოსვლის დროს ლაზერს ტრიბუნაზე ირაკლი კობახიძესაც ანათებდნენ! - ეს განცხადება მედიასთან უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა გააკეთა.

ქადაგიშვილმა აღნიშნა ისიც, რომ „გამოხატვის უფლების განხორციელების შედეგია ის, რომ თუ პარლამენტის შენობას წრეს დაარტყამ, ნახავ, რომ ეს არის დასახიჩრებული შენობა სწორედ გამოხატვის თავისუფლებიდან გამომდინარე“.

მისივე შეფასებით, 20 ოქტომბრის აქცია ოპოზიციის ფიასკო იყო, რითაც საპარლამენტო არჩევნებში მარცხი წინასწარ გაიფორმეს.

„20 ოქტომბრის აქცია ძალების დემონსტრირების მცდელობა იყო. სურდათ ეჩვენებინათ, არჩევნების წაგების შემთხვევაში, რა ძალები ჰყავთ. ობიექტური კადრებით კარგად დავინახეთ, რომ მათ ამბიციურ განცხადებებთან და მზადებასთან შეფარდებით, მომიტინგეთა რაოდენობა საკმაოდ მწირი იყო - ზოგიერთ ტელევიზიას „ქართული ოცნების“ მიტინგის კადრიც კი გაეპარა. იმისთვის, რომ ხალხის რაოდენობა გაეზარდათ, „ქართული ოცნების“ აქციის კადრი იყო ჩართული. ეს იმას ნიშნავს, რომ ოპოზიციას გარკვეული მხარდამჭერები ჰყავს, თუმცა გუშინდელი აქციით დამარცხება წინასწარ გაიფორმეს“, - განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის