მთიან აჭარაში საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება

მთიან აჭარაში ტურისტული მარშრუტებისა და საოჯახო-სასტუმრო სახლების განიშნულიანება გრძელდება. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით, მიმდინარე წელს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ აჭარის მუნიციპალიტეტებში 120-მდე ნიშნული განათავსა, რომელთან შორისაა ორი ახალი ტურისტული ბილიკი ქედასა და შუახევში.

„ახალი ტურისტული ბილიკების ჩათვლით მთიან აჭარას 25-ზე მეტი მარკირებული ტურისტული მარშრუტი გააჩნია, რომელთა შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია სამოგზაურო პორტალზე infoajara.com. პორტალზევეა შესაძლებელი მთიან აჭარაში არსებული საოჯახო-სასტუმრო სახლების, კოტეჯების, ტურისტული სერვისების, პროდუქტებისა და ტურისტული ადგილების შესახებ ინფორმაციებისა და საკონტაქტოების ნახვა.

მთაში არსებული მარშრუტების განვითარების პარალელურად, ბოლო წლებში მთიან აჭარას ახალი ტურისტული ინფრასტრუქტურა შეემატა ყველა მუნიციპალიტეტში. მათ შორისაა ხიხანის ისტორიულ ციხეზე ასასვლელი ტურისტული ბილიკი, ჯვარიმინდორის ტურისტული თავშესაფრები და საპიკნიკე ზონა, ტურისტული ბილიკი ქობულეთის ტორფნარზე, კანიონინგის ინფრასტრუქტურა კაპნისთავსა და უჩხოში. გარდა ამისა, საპიკნიკე ინფრასტრუქტურა მოეწყო 10-მდე ტურისტულად საინტერესო მიმართულებებზე (ხარისაწოლი, ღომას მთა, ნაკონაღვარი, ჩირუხი, ჯვარიმინდორი, ჩალეწილები, ბრილი, ლელთის ტბა, მირვეთი და ჩაისუბანი/შუამთა). მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარებისა და ახალი პროდუქტების შექმნის მიზნით 2025 წელს 5 560 000 ლარის დახარჯვა იგეგმება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის