რუსებმა კუპიანსკი დაბომბეს, დაიღუპა ორი ადამიანი

რუსულმა ძალებმა დღეს დილით ხარკოვის ოლქის ქალაქი კუპიანსკი დაბომბეს, რის შედეგადაც ორი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, - ინფორმაციას უკრაინული მედია ხარკოვის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელზე, ოლეგ სინეგუბოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, დარტყმა ადგილობრივ ბაზართან და მაღაზიასთან ახლოს განხორციელდა. ამ დროისთვის არსებული მონაცემებით დაიღუპა ორი ადამიანი და დაშავდა კიდევ სამი მოქალაქე.

„ადგილზე საგანგებო სიტუაციის სამსახურების წარმომადგენლები მუშაობენ, მიმდინარეობს მონაცემების განახლება“, - აღნიშნა ოლეგ სინეგუბოვმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა