მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე: ხვალ, როცა ქუდზე კაცი გამოვა და საქართველო მშვიდობას და ამ გზით ევროპისკენ სვლას აირჩევს, საინტერესოა, რა უნდა უთხრან ამომრჩეველს - ელექტრონულ არჩევნებში 20, 25 თუ 30% გაგვიყალბესო?

აგენტურულ პარტიებს პრემიერობის კანდიდატი არ ჰყავს, დელეგატობის კანდიდატები არ ჰყავს, იმდენად გამარგინალებული ოპოზიციური სპექტრია, ხმა ვის უნდა მისცეს ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, ამისი თქმაც კი “უტყდებათ”, ებღაუჭებიან “ევროპულ” ნარატივს, მაგრამ რომელია ეს ყველაზე ევროპული პარტია ოპოზიციაში, თავი სასაცილოდ რომ არ გაიხადონ, ამასაც ვერ ამბობენ, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე წერს.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, წინა საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიცია ამომრჩეველს ატყუებდა, რომ ხელისუფლებამ 2% გააყალბა, ბოლოს კი თვითონ აღმოჩნდნენ პარალელური დათვლის მონაცემების გამყალბებლები.

მისივე თქმით, საინტერესოა რა უნდა უთხრას ოპოზიციამ ამომრჩეველს, როდესაც ხვალ თავისი სამშობლოსთვის ქუდზე კაცი გამოვა და საქართველოს მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ სვლას აირჩევს.

„აგენტურულ პარტიებს პრემიერობის კანდიდატი არ ჰყავს, დელეგატობის კანდიდატები არ ჰყავს, იმდენად გამარგინალებული ოპოზიციური სპექტრია, ხმა ვის უნდა მისცეს ოპოზიციურმა ამომრჩეველმა, ამისი თქმაც კი “უტყდებათ”, ებღაუჭებიან “ევროპულ” ნარატივს, მაგრამ რომელია ეს ყველაზე ევროპული პარტია ოპოზიციაში, თავი სასაცილოდ რომ არ გაიხადონ, ამასაც ვერ ამბობენ.

ამავე დროს, ევროპელი პენსიონერების ძარცვის კიდევ უფრო მასშტაბური სქემის აღმოჩენაზე იმეორებენ საზეპირო მესიჯს, რომ ესეც რუსული საქმეა. მოკლედ, დავალებული მესიჯებიც აეჭრათ…

წინა საპარლამენტო არჩევნებზე ამომრჩეველს ატყუებდნენ, რომ ხელისუფლებამ 2% გააყალბა, ბოლოს კი თვითონ აღმოჩნდნენ პარალელური დათვლის მონაცემების გამყალბებლები.

ხვალ კი, როდესაც თავისი სამშობლოსთვის ქუდზე კაცი გამოვა და საქართველო მშვიდობას, ღირსებას, კეთილდღეობას და მხოლოდ ამ გზით ევროპისკენ სვლას აირჩევს, ძალიან საინტერესოა, რა უნდა უთხრან ამომრჩეველს, ელექტრონულ არჩევნებში 20 თუ 25% გაგვიყალბესო? თუ 30%?“ - წერს მამუკა მდინარაძე.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის