უამინდობის გამო თუშეთში ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ჯერჯერობით ვერ მიაქვთ

თუშეთში მყოფმა მოქალაქეებმა შესაძლოა, ხმის მიცემას ვერ შეძლონ. მიზეზი უამინდობაა, რის გამოც, თუშეთში ვერტმფრენით გადასატანი ყუთი ვერ მიაქვთ.

ახმეტის #18 საოლქო კომისიის თავმჯდომარე მინდია იუკურიძე აცხადებს, რომ თუ თუშეთში მყოფი მუდმივად მცხოვრები 5 ადამიანი და სამსახურებრივი მოვალეობის შესასრულებლად მყოფი მესაზღვრები ხმის მიცემას ამ ეტაპზე ვერ შეძლებენ.

მისივე ინფორმაციით, თუშეთის მიმართულებით სამანქანე გზა დაკეტილია, ვერტმფრენი კი უამინდობის გამო ფრენას ვერ შეძლებს.

რაც შეეხება ახმეტის მუნიციპალიტეტს, საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე არცერთი დარღვევა და საჩივარი არ დაფიქსირებულა, მოქალაქეთა აქტივობა კი, საშუალოა.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის