ლევან ცუცქირიძე - დამარცხდა ერთპარტიული ავტოკრატია და საქართველოში გაიმარჯვა მრავალპარტიულმა დემოკრატიამ

დამარცხდა ერთპარტიული ავტოკრატია და საქართველოში გაიმარჯვა მრავალპარტიულმა დემოკრატიამ - ეს იყო ბოლო არჩევნები, სადაც ჩვენ ვნახეთ თავდასხმები, ადამიანების დაშინება, ადამიანების მოსყიდვა. ამიერიდან, საქართველოში ყოველი შემდგომი არჩევნები იქნება თავისუფალი , - ამის შესახებ კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ცუცქირიძემ Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების გამოცხადების შემდეგ განაცხადა.

ცუცქირიძემ ამომრჩეველს „ამ ბრძოლაში ყოფნისთვის“ მადლობა გადაუხადა.

„დამარცხდა ერთპარტიული ავტოკრატია და საქართველოში გაიმარჯვა მრავალპარტიულმა დემოკრატიამ. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია მეგობრებო! მინდა მივმართო ჩვენს თანამოქალაქეებს, ემიგრანტებს, საქართველოს დიასპორის წარმომადგენლებს საზღვარგარეთ - დიდი მადლობა, რომ არ დაგეზარათ, არ დაიღალეთ და არ შეგეშინდათ ამ ბრძოლაში ყოფნა. ჩვენ ვიქნებით ახალი კოალიცია, ევროპული ტიპის ხელისუფლება, რომელიც არასოდეს პარტიული პოლიტიკური ნიშნით არ დააყენებს კოლექტიურ პასუხისმგებლობას. არა, ასე არ იქნება! ეს იყო ბოლო არჩევნები, სადაც ჩვენ ვნახეთ თავდასხმები, ადამიანების დაშინება, ადამიანების მოსყიდვა. ამიერიდან, საქართველოში ყოველი შემდგომი არჩევნები იქნება თავისუფალი, სადაც ყველა პარტიას, ყველა კანდიდატს ექნება სამართლიანი და თანასწორი უფლებები. მივმართავ საჯარო მოხელეებს, პოლიციაში ძალოვან სტრუქტურებს, ნებისმიერ უწყებაში - თქვენ ემსახურებით არა რომელიმე პარტიას ან მითუმეტეს რომელიმე პარტიის თავმჯდომარეს თუ საპატიო თავმჯდომარეს, არამედ ქართველ ხალხს. იმედი მაქვს, თქვენ ამ სამსახურს ჯეროვნად შეასრულებთ“,- განაცხადა ლევან ცუცქირიძემ.

ცნობისთვის, Edison Research-ის ეგზიტპოლის შედეგების თანახმად, „ქართულმა ოცნებამ“ ხმების 40,9 % მიიღო, „ერთიანობა - ნაცმოძრაობამ“ 16,7 %, მელია-გვარამიას კოალიციამ 16,7 %, „ძლიერმა საქართველომ“ – 10,3% და გახარიას პარტიამ - 8,2 %.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში