ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ 528 ოჯახს, საშეშე მერქნის შესაძენად, 200 ლარის ოდენობის დახმარება გაეწია

ბორჯომის მუნიციპალიტეტის ინიციატივით, სოციალურად დაუცველ 528 ოჯახს, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 000-ს, საშეშე მერქნის შესაძენად, 200 ლარის ოდენობით, უნაღდო ანგარიშსწორებით, დახმარება გაეწია. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბორჯომის მინუციპალიტეტი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ ბორჯომის მუნიციპალიტეტში 25-მდე სოციალური პროგრამა ხორციელდება, რომელთა მთავარი მიზანი ადგილობრივი მოსახლეობის მატერიალური და სოციალური მდგომარეობის ხელშეწყობა და გაუმჯობესებაა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა