ლევან დავითაშვილი - Concentrix-ის ხელმძღვანელობასთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ - კომპანიის ხელმძღვანელობა სრულად გაგებით ეკიდება საგამოძიებო მოქმედებებს

Concentrix-ის ხელმძღვანელობასთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს „აწარმოე საქართველოში“, მე რამდენადაც მაქვს ანგარიში და კომპანიის ხელმძღვანელობა სრულად გაგებით ეკიდება საგამოძიებო მოქმედებებს, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საგამოძიებო მოქმედებები შესაძლოა თავად კომპანიისთვისაც საინტერესო ინფორმაციის წყარო იყოს.

„მე მოვიკითხე საგამოძიებო სამსახურებთან, მიდის საგამოძიებო პროცესი და ვიდრე ეს არ დასრულდება, უფრო მეტ ინფორმაციას ვერ მოგაწვდით, იმიტომ, რომ მეც არ მაქვს მეტი ინფორმაცია. პროცესი მიდის და აუცილებელია იმისთვის, რომ საგამოძიებო სამსახურებმა თქვან თავიანთი პასუხი და გააკეთონ შეფასება იმ პროცესის, რომელიც მიმდინარეობს. კომპანიის ხელმძღვანელობასთან რეგულარული კომუნიკაცია აქვს „აწარმოე საქართველოში“, მე რამდენადაც მაქვს ანგარიში და კომპანიის ხელმძღვანელობა სრულად გაგებით ეკიდება საგამოძიებო მოქმედებებს. პირიქით, მათთვისაც ეს შეიძლება იყოს მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყარო, იმიტომ, რომ ეს არის კომპანია, რომელსაც საერთაშორისო მასშტაბით წარმომადგენლობები აქვს და ეს მათთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია რეპუტაციის შესანარჩუნებლად,“ - განაცხადა დავითაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისში, ვაკე პლაზაში მდებარე ამერიკულ კომპანია Concentrix Georgia-ში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები შევიდნენ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის