ლევან დავითაშვილი ლარის კურსის მერყეობაზე - არჩევანის გაკეთებამდე იყო წნეხი, ბუნდოვანება თუ გაურკვევლობა, არჩევნების შემდეგ ასეთი ბუნდოვანება და წნეხი მოიხსნა - იქნება სიცხადე და დადებითი ტენდენციები

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ლევან დავითაშვილი ლარის კურსის არასტაბილურობას არჩევნებამდე არსებული წნეხითა და გაუგებრობით ხსნის.

როგორც მან მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, ეროვნული ბანკის ნაბიჯი, კურსის შესანარჩუნებლად რეზერვების გაყიდვასთან დაკავშირებით, არის სწორი.

„ეროვნული ბანკის მიდგომებსა და პოლიტიკას სრულად მინდა მხარი დავუჭირო. ეს გადაწყვეტილებები [რეზერვების გაყიდვა] იყო აუცილებელი იმისთვის, რომ ჩვენ შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური სტაბილურობა იმ პერიოდში, როცა ამის საჭიროება ყველაზე მეტად იდგა. არჩევანის გაკეთებამდე იყო წნეხი, ბუნდოვანება თუ გაურკვევლობა, ხოლო არჩევანის გაკეთების შემდეგ ასეთი ბუნდოვანება და წნეხი მოიხსნა. პირიქით, იქნება სიცხადე და იქნება აბსოლუტურად დადებითი ტენდენციები.

რეზერვებს, რომელიც ეროვნულ ბანკს გააჩნია, სწორედ ასეთი ფუნქცია აქვთ, ასეთი როლის შესრულება შეუძლიათ, რომ შევინარჩუნოთ სტაბილურობა იმ შოკების დროს, ისეთი გამოწვევების დროს, რომელიც ჩვენ გვქონდა. ეს შეიძლება იყოს პოლიტიკური ფაქტორებიდან, ეკონომიკური ფაქტორიდან გამომდინარე. მიზეზის მიუხედავად, ზუსტად ამისთვის უნდა გამოიყენონ რეზერვები, რომ საბოლოოდ გრძელვადიან პერსპექტივაში ეკონომიკის სტაბილური განვითარება შევინარჩუნოთ. შემდეგ პერიოდში ვნახავთ წნეხის მოხსნას. კურსი ნამდვილად შეინარჩუნებს სტაბილურ ნიშნულს, რომელიც ჩვენ კურსს გააჩნია. იმიტომ, რომ ყველა სხვა პარამეტრი არის ჯანსაღი ჩვენს ეკონომიკაში და ჩვენი ეკონომიკა კიდევ უფრო კარგი ტემპით გააგრძელებს წინსვლას. წლის ბოლო კვარტალი იქნება ერთ-ერთი კარგი“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

ვახტანგ ძაბირაძე -  ხელისუფლება ღიად საუბრობს, რომ მას საქართველოში არ უნდა ევროპული არჩევნების ჩატარება, მთავარი ისაა, რომ ხელისუფლების ასეთ განცხადებებს ოპოზიციურ ელექტორატში ადეკვატური რეაქცია არ აქვს
ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
„ზრუნვა წყალივით გვჭირდება“ - ნატურალური მინერალური წყალი „ბაკურიანი“ ახალ საკომუნიკაციო კამპანიას იწყებს
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
Skillwill-ის კოლეჯს ავტორიზაცია მიენიჭა - პროფესიული განათლების ახალი ეტაპი საქართველოში
„სილქნეტის“ და „თიბისის“ ერთობლივი შეთავაზება - დაიბრუნე გადახდილი თანხის 30% ულიმიტო ინტერნეტის გააქტიურებისას