სოსო ფხაკაძე - თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში მნიშვნელოვანია, ქვეყანა თანხვედრაში იყოს ინოვაციებისა და ციფრული სერვისების განვითარების ტენდენციებთან

საქართველოს ბიზნეს ასოციაცია იუსტიციის სამინისტროს მიერ ახალი ინოვაციური ციფრული სერვისის, გონიერი კონტრაქტების დანერგვას ეხმაურება.

ასოციაციაში მიიჩნევენ, რომ ე.წ. გონიერი კონტრაქტების გამოყენება უძრავი ქონების და საბანკო გარიგებების დადების დროს განსაკუთრებით საინტერესოა.

როგორც ასოციაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამი, ჭკვიანი/გონიერი კონტრაქტები ამარტივებს გარიგებების დადების დროში გაწელილ პროცესს ავტომატიზაციით გზით. შედეგად, ტრანზაქციები სრულდება რამდენიმე საათში ან დღეში, რაც უზრუნველყოფს კონკურენტულ უპირატესობას სწრაფად მოძრავ ბაზარზე.

აღნიშნული სერვისი, ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომლებიც დასაქმებულები არიან საზღვარგარეთ, სწორედ გონიერი კონტრაქტების მეშვეობით შესაძლებელია დისტანციურად, მათთვის სასურველ დროში უძრავი ქონების ტრანზაქციებთან გლობალური ხელმისაწვდომობა.

„თანამედროვე ტექნოლოგიურ ეპოქაში მნიშვნელოვანია, ქვეყანა თანხვედრაში იყოს ინოვაციებისა და ციფრული სერვისების განვითარების ტენდენციებთან. გონიერი კონტრაქტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სარგებელი ხარჯების დაზოგვაა. ჭკვიანი კონტრაქტები ავტომატიზებით ხსნის შუამავლების საჭიროებას, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტრანზაქციის ხარჯებს. შესაბამისად, უძრავ ქონებაში ინვესტირება გაცილებით მარტივი ხდება.

მიგვაჩნია, რომ გონიერი კონტრაქტების პოტენციალი დიდია, ვინაიდან, გარიგებების დადება იქნება მარტივი და უსაფრთხო და მისი განხორციელება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან იქნება შესაძლებელი დაცული აპლიკაციის გზით.

მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ჯერ კიდევ ამ ტექნოლოგიის გამოყენების მხოლოდ ადრეულ ეტაპზე ვართ, ტრაექტორია ნათელია - გონიერი კონტრაქტები აუცილებლად გახდება სტანდარტული ინსტრუმენტი, განსაკუთრებით უძრავი ქონებისა და საბანკო სერვისების ტრანზაქციებში", - განაცხადა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ.

ნიკოლოზ ხატიაშვილი - საქართველოს ევროპული მომავალი ჯერ კიდევ არსებობს, ყოველი დაკარგული წელი ამ მიზანს უფრო გვაშორებს, ამაზე პასუხისმგებლობა ეკისრება „ქართულ ოცნებას“, რომელმაც საკუთარი ძალაუფლების შენარჩუნება ქვეყნის ევროპულ წინსვლაზე წინ დააყენა
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს
„ამბარი“ - პირველი განსხვავებული კონცეფციის უბნის მოლი საქართველოში, რომელიც ქვეყნის მასშტაბით უკვე 50-ზე მეტ ობიექტს აერთიანებს
ჰეშბანკი თამაშის წესებს ცვლის - რეგიონში პირველად, კრიპტოს გადარიცხვები პირდაპირ ბანკიდან
მალდივების შემდეგ Eagle Hills საცხოვრებელ და ტურისტულ დასახლებებს სირიაში განავითარებს
საქართველოში, ავტომობილების ლეგენდარული ამერიკული ბრენდი - Cadillac შემოდის