ანა ნაცვლიშვილი - არ ვაპირებთ გავჩერდეთ და შევეგუოთ კრემლში დაწერილ სცენარს! - ეს იყო არჩევნების მიტაცება, ამ დანაშაულზე თვალებს არ დავხუჭავთ, არ არსებობს დანაშაული დამნაშავის გარეშე, დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისგება

ამ ე.წ. არჩევნებს, რომელიც სინამდვილეში იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ ლეგიტიმაციას არ ვაძლევთ - ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ და შევეგუოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, კრემლში დაწერილ სცენარს! , - ასე მიმართა “ძლიერი საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ნაცვლიშვილმა რუსთაველის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს, რომლებიც საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ.

მისივე თქმით, ოპოზიციას აქვს კონკრეტული გეგმა, “თუ როგორ ჩამოშლიან ამ სისტემას”.

“26 ოქტომბერს, თქვენ და ჩვენ გავიმარჯვეთ. თქვენ უნდა იცოდეთ, რომ სიმართლე არის ის, რომ ამ ქვეყანაში გაიმარჯვეს პროდასავლელმა ქართველმა პატრიოტებმა, ბიძინა ივანიშვილი და რუსეთი ახლა ცდილობს, გამარჯვება წაგვართვას, ქურდულად მოგვპაროს და ჩვენ მას ამის უფლებას არ მივცემთ. გამარჯვება გეკუთვნით თქვენ! გამარჯვება ეკუთვნის იმ ასობით ადამიანს, ვინც ახლა რეგიონებში რჩება და იცავს თქვენი ხმის უფლებას. ასევე, გამარჯვება ეკუთვნის იმ ათასობით ემიგრანტს, რომლებმაც ძალიან რთული ბარიერი გადალახეს იმისთვის, რომ აქ მხარი დაეჭირათ ჩვენთვის და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის. ისინი საათობით რიგებში იდგნენ, რათა თავისი ხმით გაეძლიერებინათ აქ ჩვენი ბრძოლა საქართველოს ევროპული მომავლისთვის და მათ არჩვენეს ყველაზე მკაფიო სურათი. საზღვარგარეთ, იმ უბნებში, სადაც ვერ მიწვდა რუსული სპეცსამსახურების ხელი, სადაც ვერ მიწვდა სუს-ი და ვერ მიწვდა, ასევე, ამათი მოსყიდვის ბინძური სისტემა - “ქართული ოცნება” სამარცხვინოდ დამარცხდა.

საზღვარგარეთიდან ჩამოსული ოქმები არის ყველაზე ნათელი მტკიცებულება, თავისუფალ გარემოში ვინ გაიმარჯვა და თავისუფალ გარემოში თქვენ გაიმარჯვეთ და ბიძინა ივანიშვილი დამარცხდა. ამიტომ ამ ე.წ. არჩევნებს, რომელიც სინამდვილეში იყო რუსული სპეცოპერაცია საქართველოს წინააღმდეგ, ჩვენ არ ვაძლევთ ლეგიტიმაციას. ჩვენ არ ვაპირებთ გავჩერდეთ და შევეგუოთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, კრემლში დაწერილ სცენარს!

ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმა, ძალიან მეთოდური, სისტემური, მიზანმიმართული, საქმიანი ნაბიჯებით, თუ როგორ ჩამოვშლით ამ სისტემას. ეს იყო არჩევნების მიტაცება. მინდა ყველამ იცოდეს, ვინც ეს დანაშაული ჩაიდინა, ამ დანაშაულზე ჩვენ თვალებს არ დავხუჭავთ! არ არსებობს დანაშაული დამნაშავის გარეშე და დამნაშავეებს მოუწევთ პასუხისგება. ჩვენ გაშიფრული გვაქვს ის სქემა, რომლითაც მათ არჩევნები მიიტაცეს. ერთ-ერთი შავი ყუთი, რომელიც ატარებს უტყუარ მტკიცებულებებს მიტაცებული არჩევნების, არის სიები, რომლის გასაჯაროებასაც ჩვენ მოვითხოვთ 24 საათში, თუ არაფერი გაქვთ დასამალი, მაშინ თქვენ ამ სიებს გაასაჯაროებთ, ხოლო თუ ამ სიებს 24 საათში არ გაასაჯაროებთ, იმ დიდ დასტას მტკიცებულებებისა დაემატება, რომელიც ჩვენ შეგროვილი გვაქვს, თქვენი დანაშაულის სამხილებლად. ყველა საერთაშორისო პლატფორმას გამოვიყენებთ იმისთვის, რომ ქართველი ხალხის სიმართლე დამტკიცდეს”, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კონრად-ადენაუერის ფონდის ევროპის განყოფილების ხელმძღვანელი შტეფან რაითი - ჩვენი მანდატი პოლიტიკური იყო, თუმცა არასდროს - პარტიული, ჩვენი მიზნები არ არის უცხოური, ეს არის საქართველოს კონსტიტუციაში ასახული მიზნები!
„ვისოლ ჯგუფიდან“ INVIA-მდე - 30 წლის ბიზნესმემკვიდრეობა ახალი, გლობალური მიზნებით
ქართული პრესის მიმოხილვა 08.10.2026
„ბადაგონის“ 8 ოქროს მედალი International Wine & Spirits Awards 2026-ზე
„როდესაც გავიაზრე, რომ ყველა საგანში მაქსიმალური ქულა მივიღე, სიხარულისგან ვკანკალებდი“ - ვინ არის 2026 წლის ეროვნული გამოცდების სარეკორდო შედეგის მქონე სტუდენტი
„იაგუარმა“ ბრენდის ისტორიაში ყველაზე მძლავრი მოდელი წარადგინა
გახდი Wildberries-ის პარტნიორი მეწარმე და გაიტანე შენი პროდუქცია ექსპორტზე
NMG-მ ეროვნულ გამოცდებზე მაქსიმალური ქულის მქონე სტუდენტი 5000 ლარით დაასაჩუქრა
„Biograpi Living-ის“ „მაუდის“ პროექტის არქიტექტურულ კონცეფციაზე MVRDV იმუშავებს